შორენა საძაგლიშვილი

შორენა საძაგლიშვილი არის სოციალურ მუშაკთა  ასოციაციის  ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და კონსულტანტი კვლევებისა და კლინიკური სოციალური მუშაობის მიმართულებით. იგი არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დ. უზნაძის ინსტიტუტი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2005 წელი) და სოციალური მუშაობის მაგისტრი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, 2003 წელი).

2008-2010 წლებში მან ასევე გაიღრმავა ცოდნა საგანმანათლებლო ფსიქომეტრიკაში ნიდერლანდებში და გერმანიაში (CITO, DIPF). იგი არის ამერიკის მთავრობის ფულბრაიტის საერთაშორისო პროგრამის სტიპენდიანტი (2014 წელი) და Erasmus Mundus კვლევითი პროგრამის სტიპენდიანტი (2015 წელი). მისი ინეტერესები მოიცავს საგამანათლებლო, სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების შესწავლას, პროგრამების განვითარებას, განხორციელებას და პოლიტიკის შემუშავებას.
      ამჟამად, შორენა საძაგლიშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოციალური მუშაობის მიმართულებით და იგი ხელმძღვანელობს სოციალური მუშაობის სამაგისტრო და  სადოქტორო პროგრამებს. იგი არის საქართველოში სოციალურ მუშაობაში პირველი სამაგისტრო პროგრამის დამფუძნებელი 2006 წელს. მას გამოცემული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და საგანმანათლებლო წიგნები სოციალური მუშაობის და განათლების მიმართულებით. მან განავითარა გაიდლაინები და სახელმძღვანელოები სოციალური მუშაობის მიკრო პრაქტიკის, სოციალური მუშაობის კვლევის, ოჯახებთან და ბავშვებთან მუშაობის, მართლმსაჯულების მიმართულებით სოციალური მუშაობის კლინიკური მეთოდების, სოციალური მუშაობის პრაქტიკის სწავლების მიმართულებით. ასევე, მან შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტები და ინსტრუმენტები, რომლებიც დაინერგა სახელმწიფო სოციალური მომსახურების სფეროში, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში, უსახლკაროთა სტრატეგიის შემუშავებისა და განათლების ეროვნული შეფასების სისტემის, მასწავლებელთა გადამზადების რეფორმირების პროცესში.
    შორენას აქვს სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის ოც წლიანი გამოცდილება მიკრო, მეზო და მაკრო დონეზე. იგი მუშაობდა საერთაშორისო  და ადგილობრივ ორგანიზაციებში და საგანმანათლებლო და სამთავრობო დაწესებულებებში (Upper Manhatten Mental Health Center, Citi Care, Columbia University, New York University (ნიუ იორკი, აშშ), ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროსა და მსოფლიო ბანკის პროგრამები). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა ოჯახები და ბავშვები, მიგრაცია, დევნილები, აგრესია, ტერორიზმი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, შეზღუდული შესაძლებლობები, ჯანმრთელობა, ადიქციური ქცევები, უსახლკარობა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და დასაქმება და სხვა. მისი ბოლოდროინდელი კვლევითი ნაშრომები ფოკუსირებულია სოციალური მუშაობის განვითარებაზე პოსტ საბჭოთა სივრცეში, სოციალური მუშაობის განათლებაზე, სიღარიბეზე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და კერძო და არასამთავრობო სოციალური სფეროების ურთიერთობებზე.  მისი სტატიები დაბეჭდილია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში და წარმოდგენილია საერთაშორისო კონფერენციებზე და შეხვედრებზე.