ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად
   სალომე ნამიჭეიშვილის არის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და ყოფილი თავმჯდომარე (2008-2013).  იგი არის სოციალური მუშაკი აქტივისტი და ერთ-ერთი პირველი კვალიფიციური სოციალური მუშაკი საქართველოში. მას მოპოვებული აქვს სოციალური მუშაობის დოქტორის აკადემური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2016) და ასევე, სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ნიუ იორკი, ამერიკა (2003).  სალომეს აქვს სოციალური მუშაობის განვითარების 13 წლიანი გამოცდილება საქართველოში, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, მენეჯმენტის, კვლევისა და პირდაპირ პრაქტიკის განხორციელებას ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ბავშვთა კეთილდღეობა და დაცვა, ოჯახში ძალადობა, უსახლკარობა და საცხოვრისი და სისხლის სამართალი.  იგი 2012 წელს გახდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საერთაშორისო მამაც ქალთა ჯილდოს ქართველი ნომინანტი ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ქალთა თანასწორობის დასამკვიდრებლად არსებული პრაქტიკის გამოწვევის, პოლიტიკური ბარიერების რღვევის და სოციალური მუშაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. იგი 2014 წლიდან 2017 წლამდე იყო სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რეგიონის ვიცე პრეზიდენტი. სალომე აქტიურად ცდილობს სოციალური მუშაობის განვითარების ხელშეწობას ყოფილ პოსტ საბჭოთა სივრცეში, ამასთანავე ხელმძღვანელობს სოციალური მუშაობის როლისა და იდენტობის შესახებ კვლევით პროექტს ევროპაში.  იგი არის სოციალური მუშაობის ასისტენტ პროფესორი თსუ-ში და ამასთანავე ასწავლის სოციალურ მუშაობს საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა უნივერსიტეტის მიწვევით.