Monday -Friday - 10:00 - 18:00  



This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

Guardianship and Care Council

სოციალურ მუშაკთა ასოციაციას საქართველოში არსებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის 12 რეგიონული საბჭოდან 10-ში ჰყავს წარმომადგენელი. ჩვენი წარმომადგენელი ესწრება 9 რეგიონის საბჭოს (მათ შორის, ორს თბილისში), გარდა გურიისა და რაჭისა.

საბჭოს წევრების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: თბილისში - შორენა საძაგლიშვილი და ია შეყრილაძე, შიდა ქართლში - ნათია მაჭარაშვილი, მცხეთა-მთიანეთში - ქეთი კალანდაძე, კახეთში - ნანა ათუაშვილი, სამცხე-ჯავახეთში - თეონა გოცირიძე, ქვემო ქართლში - გურანდა თეთრაძე, იმერეთში - ნანა იდაძე, აჭარაში - ეკა ორაგველიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში - ცირა ჩუხუა.

მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭო შედგება როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე სხვა საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომელთაც შეხება აქვთ სოციალურ სერვისებთან.

აღნიშნული საბჭო განიხილავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში სოციალური მუშაკების მიერ წარმოებულ საქმეებს და იღებს მათ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, სოციალური მუშაკების რეკომენდაციების და დისკუსიის საფუძველზე. შესაბამისად, სოციალური მუშაკების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერის, პროფესიული ღირებულებების წინ წამოწევისა და ბენეფიციარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანია მსგავს საბჭოში სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლობა.

მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საბჭოს ეფექტურად ფუნქციონირებაში და ვიმედოვნებთ, რომ პროფესიის განვითარებისთვის მონდომებული წევრების დახმარებით ახლო მომავალში შევძლებთ საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონის მოცვას.