ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის ნოემბერში დაარსდა. საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით.