28 ივნისს ასოციაციის თავმჯდომარე თბილისის რეგიონულ წარმომადგენლობას შეხვდება

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თამჯდომარე ნინო შატბერაშვილი იწყებს საქართველოს მასშტაბით რეგიონულ წევრებთან შეხვედრებს , რომელთა მიზანია პროფესიული მიღწევებისა და გამოწვევების, პროფესიული საქმიანობის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების, სოციალური მუშაკების წინაშე არსებული სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემების განხილვა, ასევე, თითოეულ რეგიონში სოციალური მომსახურებების მიწოდების ხარისხის შეფასება, არსებული მომსახურებების დახვეწაზე მსჯელობა, სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა. გარდა ამისა, ასოციაციის წევრთა გააქტიურება პროფესიის დახვეწისა და განვითარების საქმეში.
აღნიშნული მიზნით, ასოციაციის თავმჯდომარე პირველ შეხვედრას თბილისის რეგიონულ წევრებთან 28 ივნისს გამართავს. მასზე დასწრება შეუძლიათ როგორც ასოციაციის წევრებს, ასევე, იმ სოციალურ მუშაკებსაც, რომელთაც აქვთ სურვილი, შემდგომში ითანამშრომლონ პროფესიულ ერთობასთან და გახდნენ მისი წევრები.