კახეთის რეგიონის სოფლის ექიმებისა და ექთნებისთვის მორიგი ტრენინგი იმართება

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, „საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოების“ წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონის სოფლის ექიმებისა და ექთნებისთვის 30 სექტემბრიდან მორიგ ტრენინგს გამართავს.ასოციაციის ტრენერი ნატალია ბედიანაშვილი აღნიშნულ ტრენინგში ჩართულია ორგანიზაციის „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ პროექტის „შშმ პირთა სამედიცინო და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში.

ტრენინგი 30 სექტემბერი-1 ოქტომბერს ქალაქ თელავში ჩატარდება. სწავლების  თემატიკა იქნება: შშმ პირთა უფლებები, კომუნიკაციის სახეები, აუტიზმი, ბავშვთა ადრეული განვითარების დარღვევების გამოსავლენი ინსტრუმენტები, სოციალური მუშაკის როლი პირველად ჯანდაცვაში - საერთაშორისო გამოცდილება, პაციენტთა უფლებების დაცვის ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკა. 

გარდა ამისა, ნატალია ბედიანაშვილი აღნიშნული პროექტის ფარგლებში 30 სექტემბერს გეგმავს შეხვედრას თელავის სახელმწიფო სოციალურ მუშაკებთან შშმ პირებისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით.