,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის’’ საერთო კრებას მართავს

2016 წლის 7 ოქტომბერს იმართება  ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის’’ საერთო კრება. კოალიციის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა , რასაც თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე  საზოგადოებრივი/არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო პირების გაერთიანების გზით შეეცდება.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კოალიციის საბჭოს წევრია და აქტიურ მხარდაჭერას უწევს კოალიციის საქმიანობას. ამ საქმიანობის ფარგლებში სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს ,,გაერთიანებული ხმა ბავშვებისათვის’’, რომელიც ქმედითი ღონისძიებებით მხარს უჭერს კოალიციას აღნიშნული საერთო კრების ჩატარებაში.

საერთო კრების მიზანია წლის ანგარიშის წარდგენა და კოალიციის ახალი წესდების დამტკიცება.