ასოციაცია სკოლის მოსწავლეებს სოციალური მუშაობის პროფესიას გააცნობს

სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა  შეხვედრას სხვადასხვა სკოლის   IX-XI კლასის მოსწავლეები დაესწრებიან. მოსწავლეებთან აღნიშნული შეხვედრის გამართვა  სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" წარმომადგენლის - სოფო ბაჩილავას ინიციატივით მოხდება.  პროგრამას USAID-ის დაფინანსებით PH International საქართველოს 480 სკოლაში ახორციელებს.