ასოციაციამ კახეთის რეგიონის ექიმებისა და ექთნებისთვის შშმ პირთა თემატიკაზე ტრენინგი ჩაატარა

,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,ბიოეთიკის საზოგადოება“ ერთად პროექტის ,,შშმ პირთა სამედიცინო და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში, 1-2, 8-9 ივლისს, ჩაატარა ტრენინგები თელავში, კახეთის რეგიონის სოფლის ექიმებისა და ექთნებისთვის. ტრენინგის თემატიკა იყო: შშმ პირთა უფლებები, კომუნიკაციის სახეები, აუტიზმი, ბავშვთა ადრეული განვითარების დარღვევების გამოსავლენი ინსტრუმენტები, სოციალური მუშაკის როლი პირველად ჯანდაცვაში - საერთაშორისო გამოცდილება, პაციენტთა უფლებების დაცვის ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკა. 
 
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ,,ჩეხური კარიტასი საქართველოში“. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთს და კახეთის რეგიონს. მისი ერთ-ერთი ამოცანის მიხედვით, აღნიშნულ რეგიონებში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალის უმრავლესობა და სახელმწიფო სოციალური მუშაკები გადამზადდნენ ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე. 2-3 სექტემბერს, კვლავ იგეგმება ტრენინგის კურსი კახეთის რეგიონის სოფლის ექიმების და ექთნებისთვის. 
 
პროექტის სიახლეა, შშმ პირებისთვის არსებულ პაციენტთა უფლებების დაცვის ცხელ ხაზზე სოციალური კომპონენტის დამატება. ისარგებლეთ ცხელი ხაზის მომსახურებით 2 103-003 და მიიღეთ შშმ პირთათვის მომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია. 
 
პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სასწავლო კურსის ,,სოციალური მუშაკის როლი პირველად ჯანდაცვაში - საერთაშორისო გამოცდილება“ სოციალური მუშაობისა და სამედიცინო ფაკულტეტის კურიკულუმში შეტანა. ასევე, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები საოჯახო მედიცინის ცენტრ ,,ვერე 21“-ში პირველად ჯანდაცვაში სოციალური მუშაკის მომსახურების მიწოდების პილოტირების მიზნით.