ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ასოციაციის ეგიდით საფუძველი ჩაეყარა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სოციალური მუშაკის პრაქტიკას

პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდა“ - ფარგლებში, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მონაწილეობით საფუძველი ჩაეყარა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სოციალური მუშაკის პროფესიის გააზრებასა და პრაქტიკის გაზიარებას. ასოციაციის წარმომადგენლების ინიცირებით დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან პირველადი ჯანდაცვის დონეზე სოციალური მუშაკის ჩართულობას ითვალისწინებს.

აღნიშნული მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინაპირობა იყო საოჯახო მედიცინის ცენტრ ,,ვერე XXI”-ს, ორგანიზაციას „ჩეხეთის კარიტასი საქართველოში“  და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომლის, ნატალია ბედიანაშვილის, ასოციაციის თავჯდომარის, ნინო შატბერაშვილის  და ..პროექტის მენეჯერის თამარ კურტანიძეს შეხვედრა თბილისის საოჯახო მედიცინის ცენტრ ,,ვერე XXI” პოლიკლინიკის წარმომადგენლებთან. შეხვედრა გაიმართა ორგანიზაცია „ჩეხეთის კარიტასი საქართველოში“ პროექტის ,,შშმ პირებისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდა“  ფარგლებში.

28 ივნისს გამართული შეხვედრის მიზანი იყო სოციალური მუშაკის როლის გააზრება პირველადი ჯანდაცვის სისტემაში. მონაწილეებმა იმსჯელეს ჯანდაცვის სისტემაში სოციალური მუშაკის პრაქტიკაზე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, ასევე, საქართველოში აღნიშნული პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობებზე და სარგებელზე.

მისასალმებელია, რომ თავად პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლები ასეთი ინტერესით შეხვდნენ სოციალური მუშაკის ჩართულობას და გამოხატეს თანამშრომლობის მზადყოფნა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შშმ პირებისთვის მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებაში.