ასოციაცია „ოჯახში ძალადობის შემცირების“ პროექტის ფარგლებში სოციალური მუშაკების გადამზადებას ახორციელებს

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ჩართულია „ოჯახში ძალადობის შემცირების“ პროექტში, რომელიც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 





პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებლის, გამგეობის წევრისა და სოციალური მუშაობის მრჩევლის - სალომე ნამიჭეიშვილის მიერ გადამზადდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფროსი სოციალური მუშაკები. გადამზადებული უფროსი სოციალური მუშაკები შემდგომ ასოციაციის ტრენერებთან - ნელი აკობიასთან, ნათია მაჭარაშვილთან და გურანდა თეთრაძესთან ერთად ჩაატარებენ ტრენინგებს საქართველოს ყველა რეგიონის სოციალური მუშაკებისთვის.

აღნიშნული ტრენინგების მიზანია სოციალურ მუშაკთა გაძლიერება ოჯახში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებისა და შემდგომი რეაგირების გაუმჯობესების კუთხით.