საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სომეხ, აზერბაიჯანელ და მოლდაველ კოლეგებს უმასპინძლა, პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში.რომელიც ხორციელდება  "Hifswerk Austria international" პარტნიორობით, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მეზობელ აღმოსავლეთ ქვეყნებში გაძლიერდეს და განვითარდეს სოციალური მუშაობა, რათა ხელი შეეწყოს მოწყვლადი მოსახლეობის კეთილდღეობას. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა მრავალი შეხვედრა ადგილობრივ კოლეგებთან და ვიზიტი მომსახურებებში. კოლეგები ეწვივნენ ორგანიზაციას „პირველ ნაბიჯი საქართველო“,  ასოციაციას „ ბილიკი“.
კვირეულის ფარგლებში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და მის რეგიონულ პარტნიორებს  გაეროს ბავშვთა ფონდმაც უმასპინძლა.  შეხვედრა გაიმართა სოციალური მუშაკის როლის გააზრების მიზნით ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შეხვედრაზე ასოციაციის თავჯდომარემ, ქალბატონმა ნინო შატბერაშვილმა 2005-2012 წლის ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის შეფასების ანგარიში წარადგინა,  მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა კი მიმდინარე მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს შორის ბავშვთა კეთილდღეობისა და სოციალური მუშაობის, როგორც რეფორმის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის, ამჟამინდელ და სამომავლო ამოცანებზე.