საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას ამერიკელი კოლეგა ბატონი ენტონი სტრეველერი ეწვია

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას ამერიკელი კოლეგა  ბატონი ენტონი სტრეველერი ეწვია. ბატონი ენტონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველია. იგი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის მხარდამჭერ ინიციატივებს ახორციელებს საქართველოში. ბატონმა ენტონიმ მისი საინტერესო პროფესიული გამოცდილება გაუზიარა შეხვედრის მონაწილე ასოციაციის წევრებს. იგი ფსიქიკური პრობლემების მქონე კანონთან კონფლიქტში მყოფ ბენეფიციარებთან მუშაობდა სამშობლოში მისი კარიერის დასაწყისში. ბატონმა ენტონიმ ახალგაზრდა სოციალურ მუშაკებს გაუზიარა მისი მიტივაცია პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, მისი მიღწევები და გამოწვევები ველზე მუშაობის პროცესში. მან ქართველ კოლეგებს მამოტივირებელი ისტორიები უამბო პროფესიული წვლილის შესახებ საზოგადოებისათვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში. ახალგაზრდა სოციალური მუშაკებისათვის საინტერესო იყო აშშ-ში პროფესიის წინაშე არსებული პრობლემებისა და მათი გადალახვის გზების გაცნობა. მათთვის სასიამოვნო იყო ასეთ გამოცდილ კოლეგასთან შეხვედრა.