ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ასოციაციამ სკოლის მოსწავლეებს სოციალური მუშაობის პროფესია გააცნო

სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა იყო. მას სხვადასხვა სკოლის IX-XI კლასის 15 მოსწავლე დაესწრო. 
შეხვედრაზე ასოციაციის წევრების მიერ წარდგენილი იყო სოციალური მუშაობის პროფესიის მიზნები, სამიზნე ჯგუფები, მუშაობის მეთოდები, პროფესიის ღირებულებები, მისი განვითარება და პერსპექტივები საქართველოში, ასევე, ორგანიზაციის მიზნები და მიმდინარე საქმიანობა. გარდა ამისა, მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად, ყურადღება გამახვილდა სოციალური მუშაობის პრაქტიკაზე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან და მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ პრობაციის სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკის საქმიანობას.
მოსწავლეებთან აღნიშნული შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" წარმომადგენლის - სოფო ბაჩილავას ინიციატივით გაიმართა. პროგრამას USAID-ის დაფინანსებით PH International საქართველოს 480 სკოლაში ახორციელებს.