ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

შშმ ბავშვებისა და პირების მშობლების შეხვედრა აზერბაიჯანის სოციალურ მუშაკთა საზოგადოებრივი კავშირის თავმჯდომარესთან

2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ უმასპინძლა შშმ ბავშვებისა და პირების მშობლების შეხვედრას გულნარე ფენაჰოვასთან, აზერბაიჯანის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის კავშირის თავმჯდომარესა და შშმ პირის მშობელთან აზერბაიჯანში. შეხვედრას ესწრებოდნენ მშობელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები – „მშობლების თანადგომა“, „მშობელთა საინფორმაციო ცენტრი“, „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ და „დღის ცენტრების ასოციაცია“ და ასევე, ინდივიდუალური მშობლები და შშმ ბავშვებისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო აზერბაიჯანელ და ქართველ მშობლებს შორის ინფორმაციის გაცვლა შშმ ბავშვებისა და პირების მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე, სერვისებსა და სისტემებზე. ქალბატონმა გულნარემ ისაუბრა შემდეგ საკითხებზე: სხვადასხვა მომსახურება შშმ ბავშვებისა და პირებისთვის აზერბაიჯანში, მათ შორის, სოციალური, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურებები, აზერბაიჯანში მშობელთა გაერთიანებების მუშაობა და მათ მიერ მიწოდებული სერვისები მშობლებისთვის (მათ შორის, ტრენინგები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ადვოკატობა, შვილების განვითარებაზე უშუალოდ მუშაობის უნარები და ა.შ.), მშობელთა მხრიდან ადვოკატობის მნიშვნელობა, როგორ გამოვიყენოთ მინიმალური რესურსები შშმ ბავშვებისა და პირებისთვის საჭირო მოწყობილობების უზრუნველსაყოფად და ა.შ. დისკუსია გაგრძელდა შემდეგი საკითხებით: რთული და თვითდამაზიანებელი ქცევის მართვა, მომსახურებებისა და დაფინანსების მიღების შესაძლებლობა აზერბაიჯანის მთავრობიდან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის და ა.შ. შეხვედრის ბოლოს, ჯგუფი შეთანხმდა, რომ შემდგომი კომუნიკაცია საერთო ელ. ფოსტის ჯგუფის მეშვეობით გაგრძელდება ინფორმაციის გაცვლის მიზნით და ასევე, სამომავლო შესაძლებლობების გამოსაყოფად რეგიონული თანამშრომლობისთვის კავკასიის რეგიონის მშობელთა ორგანიზაციებსა და მშობლებს შორის. შეხვედრას მოჰყვა მცირე ზომის შეხვედრა ქართველ მშობლებს შორის სხვადასხვა აქტუალური პრობლემური საკითხის განსახილველად.
შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის ხელშეყობა“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო და რომელიც ხორციელდება ჩეხურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ თანამშრომლობით. შეხვედრისთვის მშობელთა მობილიზაციაში მხარი დაგვიჭირეს მშობელთა ორგანიზაციებმა, მათ შორის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ და „მშობელთა საინფორმაციო ცენტრი“.