სოციალური მომსახურების სააგენტოს და ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს სოციალური მუშაკების შეხვედრა

29 ნოემბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ბენეფიციართა კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებისათვის პროდუქტული დიალოგის ხელშეწყობა იმ პრაქტიკულ საკითხებზე, რასაც ორივე მხარე აწყდება მუშაობისას, და არსებული ხარვეზების დაძლევის გზების ძიება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 12 ადამიანმა. ფსიქიკური ჯანდაცვის სოციალურმა მუშაკებმა დეტალურად გააცნეს სააგენტოს სოციალურ მუშაკებს მათი მომსახურებები და გაუზიარეს ბენეფიციართა კეთილდღეობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის უფროსმა სოციალურმა მუშაკებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ისინი აწყდებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართებაში.  შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, რადგან ორივე მხარემ გაცვალა ერთობ სასარგებლო ინფორმაცია. ამასთან, ასოციაციის ლიდერობით დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისთა მიმწოდებლებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობის გასაძლიერებლად რათა ხელი შეეწყოს ბენეფიციართა კეთილდღეობას.