ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

შვედეთში გაიმართა შეხვედრა თემაზე - არასდროს ძალადობა!

შვედეთის სამეფოს საელჩოს, შვედეთის ინსტიტუტის და გადავარჩინოთ ბავშვების ორგანიზებით, ა.წ. 28.11-01.12  შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში გაიმართა შეხვედრა თემაზე - არასდროს ძალადობა! ღონისძიებაში, რომელის ეძღვნებოდა კორპორალური დასჯის აკრძალვას, მსოფლიოს შვიდი ქვეყნის წარმომადგენელ ექსერტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გასვ-ის დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა ნათია ფარცხალაძემ.  ვიზიტის დროს განიხილებოდა შვედეთსა და მონაწილე ქვეყნებში არაძალადობრივი გარემოსა და ბავშვის აღზრდის პოზიტიური მეთოდების დამკვირდების გზები და სირთულეები. 
შვედეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბავშვთა ომბუცმენის ოფისის, გადავარჩინოთ ბავშვების, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების (BRIS), „საბავშვო სახლის“ (BARNAHUS) და სხვა მომსახურებების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ბეჭდური მასალები და ელექტრონული რესურსები, ხელს შეუწყობს გასვ-ს და ბავშვთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს კორპორალური დასჯის აკრძალვის და საჭირო მომსახურებების დანერგვისა და ადვოკატირების საქმეში.
 
http://positivedisciplineeveryday.com/
http://endcorporalpunishment.org/
http://resourcecentre.savethechildren.se/
https://www.bris.se/?pageID=61
http://www.end-violence.org/about.html