ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები გადამზადდნენ

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები გადამზადდნენ.  7 დეკემბერს ტრენინგების დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო სალომე ნამიჭეიშვილმა, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელმა. სალომე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და შეიმუშავა სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგ მოდულები. მან და ამერიკელმა ექსპერტმა, მაჰნაზ ჰარისონმა, ჩაატარეს ტრენერთა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც მომზადნენ უფროსი სოციალური მუშაკები, ხოლო შემდეგ მათ მიერ მომზადდნენ ყველა მოქმედი სოციალური მუშაკი. ამ პროცესში უფროს სოციალურ მუშაკებს დახმარებას უწევდნენ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ტრენერები, გურანდა თეთრაძე, ნელი აკობია და ნათია მაჭარაშვილი.  დახურვის ცერემონიაზე სოციალურ მუშაკებს სიტყვით USAID–ის მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამუნა ბარკალაიამ და სალომე ნამიჭეიშვილმა მიმართეს. სალომემ აღნიშნა, რომ სოციალურმა მუშაკებმა შეძლონ რა ეფექტური რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, მნიშვნელოვანია სწავლების თანმიმდევრული გაგრძელება, ასევე, მათი ინსტიტუციური მხარდაჭერის გაძლიერება სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან. 2012 წლიდან სოციალური მუშაკების ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მათი რაოდენობა სისტემაში კვლავ უცვლელი რჩება.   მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დროულად უპასუხოს ამ გამოწვევას და შეძლოს საჭირო კვალიფიციური კადრების მობილიზება პრაქტიკაში რეალური ცვლილებების მისაღწევად.