პროექტის ,,შშმ პირთათვის სამედიცინო და სოციალურ მომსახურეობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა

16  დეკემბერს სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ თბილისი“-ში  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, საქართველოს ბიოეთიკის საზოგადოებისა და საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის თაოსნობით  პროექტის ,,შშმ პირთათვის სამედიცინო და სოციალურ მომსახურეობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მუშაობის როლი შშმ პირთა ჯანდაცვის უფლებების რეალიზებაში“.
შეხვედრას პროექტის გუნდის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებიდან, რომლებიც საქართველოში  აქტიურად მუშაობენ შშმ პირთა სხვადასხვა საჭიროებების გამოვლინებასა და დაძლევაზე.  პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს  მოკლე ანალიტიკური მოხსენება პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ, შშმ პირების ჯანდაცვის უფლებებზე.
 საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარემ ნინო შატბერაშვილმა გააკეთა  პრეზენტაცია სოციალური მუშაკის როლის მნიშვნელობაზე პირველად ჯანდაცვაში;  სოციალური მუშაობის კოორდინატორმა ნატალია ბედიანაშვილმა კი  მიაწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში  სოციალური მუშაკის პირველად ჯანდაცვაში პილოტირების, სამუშაო გამოცდილების, შშმ პირების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებისა და ბარიერების, სოციალური მუშაკის წინაშე დამდგარ გამოწვევების  შესახებ.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ჯანსაღი დისკუსია შშმპ-თა საკითხებზე.  გამოიკვეთა რიგი გარემოებები, რომლებიც  საჭიროებენ ცვლილებებს შშმპ-თა კეთილდღეობის მისაღწევად.