ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონული საბჭოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები დასრულდა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ყველა რეგიონული საბჭოს წარმომადგენლებისთვის 2 დღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა. 
ერთი თვის განმავლობაში სულ სამი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელთა ფარგლებშიც განხილულ იქნა:
  • შშმ ბავშვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების არსებული პრაქტიკა და გადაწყვეტილების ეფექტურობის ხელშემწყობი ფაქტორები;
  • შშმ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში და საბჭოს წევრების როლი უფლებების დაცვის საქმეში;
  • შშმ პირებთან მისაღები ტერმინოლოგიის გამოყენებისა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკის ხელშეწყობის მნიშვნელობა, ასევე, სტიგმის გავლენა და სოციალური ინკლუზიის ხელშემწყობი ფაქტორები;
  • მომსახურების ახალი მოდელი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის - 24 სთ-იან ზრუნვაში განთავსების კრიტერიუმები, მომსახურების ალტერნატიული მოდელი, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა, სუპერვიზიის მექანიზმი და ინდივიდუალური განვითარების გეგმაში გასათვალისწინებელი ფაქტორები;
  • საბჭოს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებისას, ერთიანი მიდგომის მნიშვნელობა და პროცესში ჩართული ყველა მხარის ინტერესების, საჭიროებებისა და ფუნქციების გააზრება;
  • არსებული მომსახურებები, პრობლემური საკითხები, რომლებიც საჭიროებს ადვოკატირებას;
  • არსებული პროფესიული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
მონაწილეთა ჩართულობაზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ საბჭოს წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული საკითხების განხილვა და საბჭოს, როგორც საჭიროებების შემსწავლელი და რეკომენდაციების გამცემი ორგანოს, ფუნქციების წინ წამოწევა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება, მათი დამკვიდრების მიზნით. მონაწილეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და გამოთქვამდნენ მოტივაციას, უფრო მეტად გააქტიურდნენ და გაზარდონ საბჭოს როლი ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მიმდინარე პროცესებში. ამასთანავე, გამოიკვეთა პერიოდულად მსგავსი შეხვედრების გამართვის საჭიროებაც, საბჭოს ეფექტურად ფუნქციონირებისთვის.
სამუშაო შეხვედრები მოეწყო პროექტის - „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის ალტერნატიული მომსახურების გაუმჯობესებისათვის პროფესიონალთა გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ორგანიზაცია USAID და UNICEF-ის მიერ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება სოციალური მუშაკების გადამზადებაც.