ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და კავშირი ,,ჩვენი ბავშვების’’ მონაწილეობით განხორციელდა შეხვედრა/ტრენინგი აჭარის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან

    17-18 დეკემბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და კავშირი ,,ჩვენი ბავშვების’’ მონაწილეობით განხორციელდა შეხვედრა/ტრენინგი აჭარის რეგიონში, კერძოდ ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან. შეხვედრის ორგანიზება მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და მისი ახალგაზრდული ცენტრის მიერ.
  ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 20 მშობელი და ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რამდენიმე წარმომადგენელი. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე და იმ ფიზიკურ, ინსტიტუციურ და დამოკიდებულებით ბარიერებზე, რომლებსაც აწყდებიან ისინი თავიანთ რაიონში ამ მიმართულებით. ტრენინგის მონაწილეებისა და შეხვედრის წამყვანების  მიერ მოხდა ასევე გამოცდილების გაზიარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და საჭიროებების ადვოკატობის მიმართულებით და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.
მშობელთა ჩართულობა იმდენად აქტიური იყო რომ ამავე შეხვედრაზე მათი ინიციატივით ჩამოყალიბდა ხელვაჩაურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბი, რომელიც მუშაობას დაიწყებს ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით.
იმდენად მწვავე იყო მშობელთა სურვილი გათვიცნობიერდნენ და ერთმანეთს გაუზიარონ მათ წინაშე არსებული საჭიროებები, გამოცდილება და საერთო ძალისხმევით მიაღწიონ მათი შვილებისთვის სასიკეთო ცვლილებებს, რომ უკვე განისაზღვრა შემდგომი შეხვედრების თარიღები და პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც საჭიროებს მშობელთა ურთიერთმხარდაჭერის გზით ადვოკატობა. ასევე განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საბჭოს მუშაობაში მშობელთა წარმომადგენლის ჩართვის საკითხიც, რაც მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებაზე მორგებული მომსახურებებისა და პროგრამების დანერგვისათვის.
  გარდა აღნიშნული თემებისა შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირთა უფლებებზე და მშობლის როლზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის პროცესში. გაიმართა დისკუსია სოციალური ინკლუზიის აუცილებლობის საკითხებზე არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე.
  სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მოხარულია, რომ ამ ღონისძიების ჩატარების საშუალება მიეცა  ამ სფეროში ისეთ აქტიურ ორგანიზაციასთან ერთად როგორიცაა კავშირი,, ჩვენი ბავშვები’’  და ამავე დროს დიდ მადლობას უხდის მას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის. იმედი გვაქვს ჩვენი წარმატებული თანამშრომლობით შევძლებთ კიდევ ბევრი სასიკეთო ცვლილებების მიღწევას.