ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალურ მუშაკთა კლუბმა პირველი შეხვედრა გამართა

  10 იანვარს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სოციალურ მუშაკთა კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა.  კლუბი დაარსდა 2016 წლის ოქტომბერში. კლუბის ადმინისტრაციის მხრიდან (თეონა გვალია, რეზო ხვედელიძე, სალომე დანელია) შეხვედრაზე წარდგენილ იქნა სტატია, რომელშიც    განხილულ იქნა მოტივაციური სოციალური მუშაობა, განსაკუთრებით, ბავშვებთან და რეზისტენტულ მშობლებთან მუშაობისას. 
 აღნიშნულ საკითხზე წარიმართა დისკუსია კლუბის წევრებს შორის. მათ გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება  „მოტივაციური ინტერვიუს“ ტექნიკის თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნასთან დაკავშირებით და, ასევე, განხილულ იქნა „მოტივაციური ინტერვიუს“ ტექნიკა კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში.
შეხვედრის  ბოლოს მონაწილეებმა იმსჯელეს სასურველი სამუშაო ფორმატის შესახებაც და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება კლუბის ჯგუფი სოციალურ ქსელში, სადაც თავისუფლად შეძლებენ გაწევრიანებას სოციალური მუშაკები.
კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, კლუბის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული თემებიდან აირჩიონ ერთ-ერთი, რომლის დამუშავებაც მოხდება შემდგომი შეხვედრისათვის. ადმინისტრაციაში გაწევრიანება შეეძლება ნებისმიერ სოციალურ მუშაკს, რომელიც კლუბის ადმინისტრირებაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. 
  სოციალურ მუშაკთა კლუბი ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია, გააცნოს სოციალურ მუშაკებს გლობალურად სფეროში მიმდინარე სიახლეები (სხვადასხვა ქვეყნებში), რაც დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში, სწორი ხედვის ჩამოყალიბებასა და მიმდინარე გლობალურ პროფესიულ პროცესებში ჩართულობაში.