Monday -Friday - 10:00 - 18:00  



This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციის დაგეგმილი ღონისძიება

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა უკვე დაიწყეს პროექტით დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება. 26 ივნისს ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ ქ. მცხეთაში პროექტის „ოჯახების გაძლიერება მცხეთა მთიანეთის რეგიონში“ პრეზენტაცია გამართა.  შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონალური სახელმწიფო სტრუქტურის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი გახლდათ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა გაცნობა. პროექტის  მიზანია მოწყვლად ბავშვთა ოჯახების გაძლიერება ოჯახიდან მათი დაშორების პრევენციის მიზნით.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა მზაობა პროექტის თითოეულ ეტაპზე აქტიური მონაწილეობისთვის. 
პროექტი ხორციელდება პროგრამის “თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში.
პროგრამის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ, ჩაერთონ სოციალურ რეფორმებში და წვლილი შეიტანონ სოციალური დაცვისა და ოჯახის შენარჩუნების პრაქტიკის გაძლიერებაში. ეს გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციების როლის გაძლიერებას მიმდინარე რეფორმების, განსაკუთრებით კი ოჯახის გაძლიერების კომპონენტის მხარდასაჭერად სოციალური მუშაობის პრაქტიკის, თემის მონაწილეობისა და სააგენტოთაშორისი, სექტორთაშორისი და დისციპლინათაშორისი პარტნიორობის ზრდის მეშვეობით.
დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პროექტის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (SWIC)“ ფარგლებში. 
პროექტს ახორციელებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ოთხ პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიცაა „ჰილფსვერკ ავსტრია (HWA), სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია(AASW), აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი (ASWPU) და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია (NARM).