ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად
თბილისი, საქართველო
14-15 ივნისი, 2017

კონფერენციის სახელწოდება:
მესამე საერთაშორისო კონფერენცია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სოციალური მუშაობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით: ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაცია, როგორც გლობალური გამოწვევა

წინაისტორია:
სოციალური მუშაობის ახალბედა პროფესიამ პოსტ-კომუნისტურ სივრცეში მრავალი ფორმა შეიძინა; ეს პროფესია ყველგან თანაბარი ტემპით არ ვითარდება და მას ამ გზაზე ბევრი წინაღობა ხვდება.

აღმოსავლეთ გერმანიიდან მონღოლეთამდე სოციალური მუშაკები პასუხობენ მათი პროფესიის მრავალ გამოწვევას და ამავდროულად, იბრძვიან იმისთვის, რომ პრაქტიკის ასპარეზზე პროფესიული იდენტობა დაიმკვიდრონ და მოიპოვონ აღიარება, როგორც ლეგიტიმურმა პროფესიამ. ბოლო 2 წლის განმავლობაში, სოციალური მუშაობის პროფესიის წარმომადგენლები და განათლების სფეროს პროფესიონალები 15 პოსტ-კომუნისტური ქვეყნიდან ყოველწლიურად ხვდებოდნენ მოლდოვაში საერთო პრობლემების განსახილველად და რეგიონში სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებისთვის სტრატეგიების ჩამოსაყალიბებლად. ამ კონფერენციებმა შექმნა საფუძველი მუდმივი დიალოგისთვის, იდეათა გაცვლისა და პროგრამების განვითარებისთვის სოციალური მუშაობის განათლებისა და პრაქტიკის სფეროებში. მონაწილეებმა დაინახეს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი იყო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან სოციალური მუშაობის სფეროში პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ფორმალიზება, რისი მიზანიცაა ურთიერთდახმარება და ერთიანი გეგმის ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში, თბილისში, 2017 წლის 14 და 15 ივნისს ჩატარდება მესამე საერთაშორისო კონფერენცია სოციალური მუშაობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.
 

კონფერენციის ჩატარების საფუძველი:
სოციალური მუშაობის პროფესია პოსტ-კომუნისტურ რეგიონში 25 წლის წინ გაჩნდა იმ სერიოზული სოციალური პრობლემებისა და გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც წამოიჭრა ქვეყნებში, რომელთაც მცირე ხნის წინ ჰქონდათ მოპოვებული თავისუფლება. თითოეული ქვეყანა მას შემდეგ პროფესიის განვითარების საკუთარ გზას მიჰყვება, თუმცა მათ ერთი ტენდენცია აერთიანებთ: სოციალური მუშაობის ახალბედა პროფესია იბრძვის, რათა ფეხი მოიკიდოს და პროფესიად დაფუძნდეს, თუმცა მას სისტემური წინააღმდეგობები ხვდება. განსაკუთრებული გამოწვევაა სოციალური მუშაობის ჯანდაცვის სფეროში ინტეგრაციის მხრივ, მიუხედავად ამის ხილული საჭიროებისა და ამ კუთხით ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკისა. ჯანდაცვის სფეროში, რომელშიც მედიცინის წარმომადგენლები დომინირებენ, ჯანმრთელი/ჯანსაღი ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური ასპექტები ხშირად უგულებელყოფილია. სოციალური მუშაობის პროფესიად ჩამოყალიბებისა და ლეგიტიმიზაციისკენ გზა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემებში პროფესიის ინტეგრაციაზე გადის. ეს გამოწვევა კომპლექსურია და მას სტრატეგიულად მიდგომა ესაჭიროება, რაშიც გაფართოებული საერთაშორისო დიალოგი, იდეათა გაცვლა და პროგრამული ურთიერთთანამშრომლობა იგულისხმება, განსაკუთრებით, სოციალურ მუშაობაში განათლების სფეროს პროფესიონალთა შორის.
 
ჩვენი მიზანი:
მესამე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება და წარმართვა საქართველოში, თბილისში, რისი მიზანიცაა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სოციალური მუშაობის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებული აქცენტით ჯანდაცვის სფეროზე.
 
კონფერენციის მიზნები:
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაციის მიმართულებით;
  • კონკრეტული ცოდნისა და უნარების განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია, განავითაროს საგანმანათლებლო სისტემამ ჯანდაცვის სისტემაში სოციალური მუშაობის პროფესიის წარმომადგენელთა ინტეგრაციისთვის;
  • საუნივერსიტეტო კურიკულუმთა განხილვა ჯანდაცვის სფეროში მუშაობისთვის სოციალური მუშაკების კადრის მოსამზადებლად;
  • სისტემური წინაღობების გამოყოფა ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაციის კუთხით და ამ წინაღობების გადალახვის შესაძლო საშუალებების განსაზღვრა;
  • მდგრადი პლატფორმის შექმნა მუდმივი საერთაშორისო დიალოგისთვის, იდეათა გაცვლისთვის, კურიკულუმთა განახლებისა და პროგრამების განვითარებისთვის.

მონაწილეები: 40-50 მონაწილე, კერძოდ, პროფესიონალები სოციალურ მუშაობაში განათლების სფეროში, პრაქტიკოსები, ადმინისტრაციულ პოზიციაზე მომუშავე პირები და სოციალური პოლიტიკის შემმუშავებლები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ასევე, დაინტერესებული წარმომადგენლები მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან.

სამიზნე აუდიტორია: სოციალური მუშაკები, სოციალურ მუშაობაში განათლების სფეროს პროფესიონალები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული დისციპლინების წარმომადგენლები; ასევე, სტუდენტები.

მოსალოდნელი შედეგები:
  • გლობალური სტრატეგიების განსაზღვრა ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაციისთვის;
  • განათლების კუთხით პრიორიტეტების განსაზღვრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სოციალური მუშაკების კადრის მოსამზადებლად;
  • იმ გლობალური ორგანიზაციების განსაზღვრა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაციის საქმეში;
  • სოციალური მუშაობის პროფესიის გაძლიერებისა და ლეგიტიმიზაციის მიზნების მისაღწევად პრიორიტეტებისა და სტრატეგიების განსაზღვრა;
  • ჯანდაცვის სფეროში სოციალურ მუშაბასთან მიმართებით მულტი-დისციპლინური მიდგომის განხილვა;
  • მდგრადი ორგანიზაციული პლატფორმის შექმნა სამომავლო დიალოგისთვის, იდეათა გაცვლისთვის, კურიკულუმთა განახლებისა და პროგრამების განვითარებისთვის;
  • 2018 წელს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სოციალური მუშაობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის სავარაუდო თარიღისა და ადგილის განსაზღვრა. 
გთხოვთ, იხილოთ კონფერენციის დეტალური ინფორმაცია და აბსტრაქტი ვებ გვერდზე www.gasw.org. გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით აქ. გთხოვთ, გაუგზავნოთ მთელი მოთხოვნილი ინფორმაცია ქეთევან კალანდაძეს ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. არა უგვიანეს 2017 წლის 1 ივნისისა.