მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიანი აქცია: „ჩვენ შესახებ ჩვენთან ერთად“ გაიმართა


  დღეს 21 დეკემბერს,  საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ, მთავრობის კანცელარიასთან პროფესიული თემის წარმომადგენლებთან ერთად   საჯარო მშვიდობიან აქცია: „ჩვენ შესახებ ჩვენთან ერთად“. გამართა.
აქციის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ
„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავების პროცესის და სახელმწიფო უწყებების მხრიდან 28 სექტემბერს გამოქვეყნებული პეტიციის უგულებელყოფის მიმართ პროტესტის დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ პეტიციას 600 მდე სოციალური მუშაკი/სფეროს მხარდამჭერი პირი და  42  ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აწერს ხელს.  პეტიციის ბმულის სანახავად დააჭირეთ აქ.
 
    „
სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის პირველადი ვერსიის შემუშავების პროცესი იყო არათანამონაწილეობითი: კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ ყოფილან ჩართულნი სფეროს ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები  და პრაქტიკოსები. შესაბამისად, ამ პროცესში მოხდა ექსპერტებისა და პრაქტიკოსების ცოდნისა და გამოცდილების იგნორირება, ხოლო საკომიტეტო შეხვედრა პროფესიული თემის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით  წარიმართა. 
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ:
    მოქმედი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას კანონ პროექტზე მუშაობისათვის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ბაზაზე;
     პეტიციის მოთხოვნების შესრულებას და შეხვედრის დანიშვნას  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან პეტიციაში აღნიშნული საკითხების სიღრმისეულად განსახილველად. ასოციაციის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებების სამდივნოს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს საჩუქრად გადასცეს პროფესიული ლიტერატურა ჩვენს პროფესიასა და თანამონაწილეობით პროცესზე მასალა.