ტრენინგი თემაზე: "მოტივაციური სოციალური მუშაობა"

 საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აგრძელებს წევრ პრაქტიკოს  სოციალურ მუშაკებთან ტრენინგების ციკლს. 1 თებერვალს  ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "მოტივაციური სოციალური მუშაობა".

ტრენინგზე სოციალურმა მუშაკებმა მიიღე.ს ინფორმაცია მოტივაციური სოციალური მუშაობის შესახებ, ასევე გაეცნენ  მოტივაციური ინტერვიუირების მეთოდს, მის ძირითად პრინციპებს,  ტექნიკებს და აღნიშნული მეთოდის გამოყენების უპირატესობებს.