სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია დაარსების დღიდან ზრუნავს პროფესიის განვითარებასა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.  სოციალური მუშაობის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით წლების განმავლობაში ბევრი ღონისძიება გაიმართა, ვიზაულური მასალა შეიქმნა, ამას გარდა ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

2022 წლიდან, კი ასოციაცია მუშაობს ვიზუალური მასალის შექმნაზეც, რომელიც საზოგადოებას გააცნობს სოციალური მუშაობის პროფესიას.

 

>> ვიდეო რგოლი სოციალური მუშაობის შესახებ

შეიქმნა 2 ვიდეო რგოლი სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული მითებისა და რეალობის შესახებ. სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში მრავალი მითია გავრცელებული, პროფესიაში არსებული რეალობა კი სულ სხვაგვარია. სწორედ ამის ჩვენებას ემსახურებოდა მითებისა და რეალობის შესახებ გადაღებული ვიდეო რგოლები.

პირველი ვიდეორგოლი

მეორე ვიდეორგოლი

 

>> ანიმაციური ვიდეო სოციალური მუშაობის შესახებ

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ასევე შეიქმნა მოკლე ანიმაცია სოციალური მუშაობის პროფესიის განმარტების შესახებ, რათა საზოგადოებისთვის ნათელი იყო თუ რას გულისხმობს პროფესია „სოციალური მუშაობა“ და რა მიზანს ემსახურება იგი. აღსანიშნავია, რომ ანიმაცია, როგორც სოციალური ვიდეო, ყოველდღიურად გადის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ანიმაციური ვიდეო

 

>> საინფორმაციო ბროშურები სოციალური მუშაობის შესახებ (ბეჭდური და ონლაინ/ელექტრონული მასალა)

სოციალური მუშაობის შესახებ საინფორმაციო ბროშურა მოიცავს ინფორმაციას სოციალური მუშაობის მიზნების, სამიზნე ჯგუფების, სამუშაო არეალისა და სოციალური მუშაობის სამუშაო სპეციფიკის შესახებ. აღნიშნული საინფორმაციო ბროშურა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ უმოკლეს დროში გავრცელდება როგორც ონლაინ/ელექტრონულად, ასევე ბეჭდური სახით ყველა დაინტერესებულ პირთან.

 

>> საერთაშორისო აქცია-პერფორმანსი “Inside Out”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ასოციაცის შორის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით “Inside Out”, რომლის მიზანს წარმოადგენდა ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. აქცია-პერფორმანსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

ქცია-პერფორმანსის ვიდეო

პროექტის ფარგლებში, სამომავლოდ, დაგეგმილია კიდევ ერთი ვიდეო რგოლის გადაღება სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ სხვადასხვა უწყების სოციალური მუშაკის ჩართულობით. აღნიშნულ ვიდეო რგოლში სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული სოციალური მუშაკები ისაუბრებენ თავიანთი პროფესიის, ყოველდღიური საქმიანობის შესახებ, რომელიც ადამინების მხარდაჭერას გულისხმობს სოციალური მუშაობის მომსახურების მიწოდებით. ვიდეო რგოლი აუცილებლად იქნება საჯარო.

 

---

ზემოხსენებული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ Expertise France-თან და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტს "სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ახორციელებს Expertise France-ი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მოხდეს სოციალური მომსახურებების, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარება და სოციალური უფლებების გაფართოება, ასევე სოციალური მუშაობის პროფესიის პოპულარიზაცია და სოციალური მუშაობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა საზოგადოებაში.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მადლობას უხდის დონორებს ამ მნიშვენლოვანი საქმის მხარდაჭერისთვის!