სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია 2021 წლის ოქტომბრიდან გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში (Strengthening the quality of social work at the Agency for State Care and Assistance For the (Statutory) Victims of Human trafficking (SCA)), რომლის მიზანიც გახლავთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხარდაჭერა სოციალური მუშაობის გაძლიერების მხრივ.

პროექტის ფარგლებში  სფეროს ექსპერტების მიერ შემუშავდა „ბავშვთა სუიციდის შეფასების პროცედურული პროტოკოლი“, „მოზარდთა სუიციდის შეფასების ფორმა“ და შესაბამისი გზამკვლევი. შემუშავებული დოკუმენტების დახმარებით სააგენტომ უკეთ უნდა შეძლოს ბავშვებში სუიციდის რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენციაზე მუშაობა; ამ მხრივ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ აპრილი - ივლისის პერიოდში ჩაატარა ზრუნვის სააგნეტოს სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგი.

ტრენინგი ჩატარდა 9 ჯგუფისთვის. ჯგუფი მოიცავდა საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს. სულ ტრენინგი გაიარა 208 სპეციალისტმა, აქედან სოციალური მუშაკი იყო 165, ფსიქოლოგი 17, პროფესიული ზედამხედველი - 8, უფროსი სოციალური მუშაკი- 18. ტრენინგზე ჩართულობის რეგიონალური დაფარვა: სამცხე - ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, მცხეთა - მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი, გურია, სამეგრელო - ზემო სვანეთი, რაჭა - ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, აჭარა. ამას გარდა, სააგენტოს ცენტრალური აპარატი

პროექტის ფარგლებში ასოციაცია ხელს უწყობს სოციალური მუშაობის გაუმჯობესებული მომსახურების დანერგვას სისტემაში და მის განვითარებას. ამ გზით, როგორც ბენეფიციართა უფლებების დაცვა ხდება, ასევე ხელი შეეწყობა უკეთესი პრაქტიკის განვითარებას და დანერგვას.