ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ნინო შატბერაშვილი არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ამჟამად იგი არჩეულია ასოციაციის თავჯდომარედ. ასოციაციაა დაარსდა 2005 წელს და ერთადერთი პროფესიული კავშირია  საქართველოში.
 
ნინო არის სოციალური მუშაობისა და სოციალური პოლიტიკის დოქტორი.

   სალომე ნამიჭეიშვილის არის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და ყოფილი თავმჯდომარე (2008-2013).  იგი არის სოციალური მუშაკი აქტივისტი და ერთ-ერთი პირველი კვალიფიციური სოციალური მუშაკი საქართველოში.
ვრცლად...სალომე ნამიჭეიშვილი

      ია შეყრილაძე გახლავთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. იგი იყო ასოციაციის დირექტორი 2015 წლიდან 2016 წლამდე. ქ-ნ ია არის განათლებით ფსიქოლოგი და ლიცენზირებული კლინიკური სოციალური მუშაკი;

ვრცლად...ია შეყრილაძე

       ნათია ფარცხალაძეს აქვს 15 წლიანი გამოცდილება სოციალური მუშაობის, სოციალური დაცვის, ბავშვთა კეთილდღეობის და ალტერნატიული ზრუნვის სფეროებში. ნათია არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2014-2015 წლებში ასრულებდა ასოციაციის თავჯდომარის მოვალეობას. თითქმის 10 წლის განმავლობაში, ნათია მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს და ჟენევის ოფისებში.
ვრცლად...ნათია ფარცხალაძე

შორენა საძაგლიშვილი არის სოციალურ მუშაკთა  ასოციაციის  ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და კონსულტანტი კვლევებისა და კლინიკური სოციალური მუშაობის მიმართულებით. იგი არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (დ. უზნაძის ინსტიტუტი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2005 წელი) და სოციალური მუშაობის მაგისტრი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, 2003 წელი).

ვრცლად...შორენა საძაგლიშვილი