ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად











გურანდა არის სოციალური მუშაობის მაგისტრი. მას მიღებული აქვს  სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 2013 წელს. იგი ასოციაციას 2016 წლის ზაფხულიდან შემოუერთდა და ჩართულია რამდენიმე პროექტში, როგორც მონაწილე, ხელმძღვანელი ან ტრენერი. მას აქვს მუშაობის გამოცდილება, როგორც უშუალოდ ველზე, ისე შუა მენეჯმენტის რგოლშიც. 2014-2016 წლებში გურანდა მუშაობდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოში, ჯერ სოციალურ მუშაკად, შემდეგ კი - უფროს სპეციალისტად სოციალური მუშაობის მიმართულებით. 2012-2014 წლებში იგი დასაქმებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალურ მუშაკად. გარდა ამისა, მას გავლილი აქვს პრაქტიკა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში (ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან), ასევე, აქვს კვლევით საქმიანობაში ჩართვის გამოცდილებაც.













თეონა მამუკიშვილი არის სოციალური მუშაობის მაგისტრი. მისი პრაქტიკა უაკვშირდება ბავშვთა კეთილდღეობას.
თეონას გამოცდილება ბავშვეთა კეთილდღეობაში იწყება მისი ბავშვობის გამოცდილებით ბენეფიციარის როლში. გახლდათ ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის აღსაზრდელი და მისი პროფესიის არჩევანიც სწორედ მისმა გამოცდიელბამ განაპირობა.
სამუშაო პრაქტიკა ბავშვების კეთილდღეობის გაუმჯობესებას უკავშირდება და მუშაობდა როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო, საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი”, ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” - ეს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალია სადაც მას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია როგორც ბავშვებთან, ასევე ოჯახებთან.
ასევე ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ - მზრუნველობიდან გასული და გამსვლელი ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესების - ხელშეწყობის პროექტებში. თეონა გახლავთ მზრუნველობიდან გასული ევროპის საერთაშორისო ახალგაზრდული საბჭოს წევრი, ასევე, აშშ-ს მზრუნველობიდან გასული საერთაშორისო ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.  











ნათია მაჭარაშვილი არის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი, აქვს სოციალური სამუშაოს მაგისტრის წოდება ილიას უნივერსიტეტიდან (2007-2009 წ) ნათია მაჭარაშვილს აქვს სოციალური მუშაობის სფეროში 12 წლიანი გამოცდილება საქართველოში, რომელიც მოიცავს როგორც სოციალური სამუშაოს პირდაპირ პრაქტიკას ასევე მენეჯმენტის და პრაქტიკის სწავლების განხორციელებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ბავშვთა კეთილდღეობა და დაცვა ასევე  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახში ძალადობა.
2005-2007 წლებში იგი უშუალო პრაქტიკას ახორციელებდა ორგანიზაცია world vizion-ის პროექტში ,,ვსწავლობთ ცხოვრებას’’ , 2007-2012  წლებში იყო როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ასევე უფროსი სოციალური მუშაკი, 2012-2016 წლებში მუშაობდა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, პირველი ორი წელი უფროს სოციალურ მუშაკად ხოლო 2014 წლიდან სარეაბილიტაციო სამმართველოს მრჩევლად სოციალური მუშაობის მიმართულებით ამავე უწყებაში. დღესდღეობით ნათია მაჭარაშვილი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომელია არის პროექტების კოორდინატორი და ჩართულია ორგანიზაციის საქმიანობაში. 








ნელი აკობია ამჟამად საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროგრამების მხარდაჭერის ოფიცერია. იგი ასოციაციის გუნდის წევრი 2011 წლიდანაა. მან მიიღო სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში; მისი განსაკუთრებული ინტერესი მაგისტრატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვებთან, ახალგაზრდებსა და ოჯახებთან მუშობა და ასევე, სოციალური ორგანიზაციების ადმინისტრირებაა. ნელი სოციალური მუშაობის პროფესიაში 2007 წლიდანაა, როდესაც დაიწყო მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან მუშაობა. ამჟამად, ნელი განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული იმ მიმართულებებში, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირების პრობლემებზე მუშაობას ეხება. ასოციაციის მუშაობის ფარგლებში, იგი მონაწილეობს და ასევე, მონაწილეობა მიუღია რიგ პროექტებში, რომლებიც მიმართულია სკოლის სოციალური მუშაობის განვითარებაზე, სოციალური მუშაკების პროფესიული ზედამხედველობისა და მუშაობის შეფასების სისტემების ჩამოყალიბებაზე, ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა მონიტორინგის სისტემის განვითარებაზე, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაკთა უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე სოციალური მომსახურებების მიწოდების სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის, სოციალური საწარმოების განვითარებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ა.შ.
 
2011 წლიდან ნელი მოწვეული ლექტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე და ასევე, სასერტიფიკატო კურსებზე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკებისთვის.








ქეთევანი არის სოციალური მუშაობის ბაკალავრი. იგი ასოციაცის 2017 წლიდან შემოუერთა, როგორც პროექტის „გაერთიანებული ხმა ბავშვებისთვის“ კოორდინატორი, რომელიც ემსახურება „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების“ გაძლიერებას. ამჟამად ქეთი არის წევრებთან ურთიერთობის მენეჯერი. მას აქვს მუშაობის გამოცდილება, როგორც უშუალოდ ველზე, ისე შუა მენეჯმენტის რგოლშიც. 2016 წელს იგი მუშაობდა უფროს სოციალურ მუშაკთა ლგბტ ორგანიზაციაში „იდენტობა“. 2014-2015 წლებში მუშაობდა SOS  ბავშვთა სოფლის, ოჯახის გაძლიერების პროექტში დედათა და ბავშვთა თავშესაფრის სოციალურ მუშაკად. 2013-2014 წლებში ევროკავშირის მოხალისეობრივი პროგრამით იმყოფებოდა ინგლისში და მოხალისეობრივ საქმიანობას ახორციელებდა ორგანიზაციაში Depaul UK უსახლკარო/ მოწყვლადი ახალგაზრდების მომსახურებებში. 2011-2013 წლებში იგი დასაქმებული იყო ორგანიზაცია ევრიჩაილდის საქართველოს ფილიალში  სკოლა-პანსიონების შეფასებისა და მინდობითი აღზრდის გაძლიერების კომპონენტებში სოციალურ მუშაკად.  














ქეთევან გიგინეიშვილი არის დოქტორანტი სოციალური მუშაკი ილიას უნივერსიტეტში. მან სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი მიიღო  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წელს. 2011 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ბავშვებთან. მას აქვს როგორც ველზე, ისე მეზო დონეზე მუშაობის გამოცდილება ამ (მიმართულებით იყო კოალიციის და სამუშაო ჯგუფების წევრი და რამდენიმე პროექტის მენეჯერი). 2013 წელს მონაწილეობას იღებდა სასწავლო პროგრამაში „სოციალური მუშაკები - ცვლილებებისთვის“ ჩეხეთის რესპუბლიკაში. 2016-2017 ასწავლიდა სოციალური მუშაობის თეორიას და პრაქტიკას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. 2017 წლის თებერვალში ქეთევან გიგინეიშვილი შემოუერთდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას და მუშაობს მცირე-გრანტების პროგრამის „თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში“ კოორდინატორად. 











სოფიო ბაჩილავა არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომელი, ჩართულია პროექტებში „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა“
2016 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი.  მისი საველე პრაქტიკა ძირითადად სკოლის სოციალური მუშაობას მოიცავს. სოფიოს 2013-2017 წლებში  მუშაობდა  სამოქალაქო განათლების პროგრამაში „მომავლის თაობა“.  ასევე, სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა ქ. თბილისის #30 საჯარო და კერძო სკოლა ოპიზაში.    











ნინო არის სოციალური მუშაობის მაგისტრი. მაგისტრის ხარისხი მან მიიღო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ნოიბრანდენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. იგი ასოციაცის 2017 წლიდან შემოუერთა და როგორც სოციალური მუშაობის მხარდამჭერი ოფიცერი ჩართულია პროექტებში „სკოლაში ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სისტემების ხელშეწყობა“ და „შშმპ-თა უფლებების რეალიზების მხარდაჭერა“. 2015-2016 წლებში ის მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროექტის „ინკლუზიური  განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ტექნიკურ მენეჯერად. 2011-2012 წლებში იგი დასაქმებული იყო ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ევრიჩაილდის საქართველოს ფილიალში  პროექტში „ბავშვზე ზრუნვის სიტემისა და მომსახურების გაძლიერება“ მინდობითი აღზრდის გაძლიერების კომპონენტის სოციალურ მუშაკად.  2016 წლიდან ის კითხულობს სალექციო კურსს „ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.










 
თამარ საუთიევა არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომელი, ჩართულია პროექტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა“,  შეაქვს წვლილი სკოლის სოციალური მუშაობის განვითარებაში.
თამარს მიღებული აქვს  სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, 2016 წელს. იგი   უშუალო საველე პრაქტიკას ახორციელებდა  ტრეფიკინგის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან (2016);   პრაქტიკის ფარგლებში მუშაობდა  ლგბტ თემთან (2014-2015);  იგი ასევე ასწავლიდა თურქულ ენას  54-ე საჯარო სკოლაში და იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა   აქტივობებში. 














ირმა არის სოციალური მუშაობის მაგისტრი.  2014 წელს მოიპოვა სოციალური მუშაობის ბაკალავრის, ხოლო 2017 წელს - მაგისტრის ხარისხი. იგი ასოციაციას 2017 წლის ზაფხულიდან შემოუერთდა და ჩართულია ორ პროექტში. 2015-2017 წლებში მუშაობდა  სოციალურ მუშაკად ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან World Vision International საქართველოს ფილიალის გლდანის დღისა და სადღეღამისო თავშესაფარში.  ასევე მუშაობდა ველზე იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში ,,ინოვაციები ინტეგრაციისთვის“. 2016 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მკვლევარის პოზიციაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კვლევის მიმართულებით.  გარდა ამისა, გავლილი აქვს პრაქტიკები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებთან და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში.