ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

შშმ პირთა მომსახურების დანეგვის სამუშაო ჯგუფების წევრობა


2013 წლის დეკემბერში საქართველოს მთვარობამ მოახდინა შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომლის შედეგადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება შშმ პირთა არასასურველი სოციალური მდგომარეობის დაძლევისა და სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში მათი თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას შეადგენს სოციალური მოდელის დამკვიდრება.
 
სამუშაო ჯგუფის მიზანი: სოციალურ მოდელზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის მინიჭების სისტემის განვითარება საქართველოში.
 
ჯგუფის შემადგენლობა
 
სამუშაო ჯგუფი შექმნილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ინდივიდუალური პირები, მათი კომპეტენციების და გამოცდილების შესაბამისად. კერძოდ:
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო: ნუცი ოდიშარია, ნინო ჯინჯოლავა, ნანა კალმახელიძე,
  • სოციალური მომსახურების სააგენტო: მაია ბუჩუკური
  • სამედიცინო საქმიანობის  სახელმწიფო რეგულირების სააგენტო: როლანდ მებურიშვილი
  • გაეროს ბავშვთა ფონდი: მაგული შაღაშვილი
  • აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო: მედეა კაკაჩია 
  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის: გია ძნელაძე
  • არასამთავრობო ორგანიზაცია - გადავარჩინოთ ბავშვები: თამთა გოლუბიანი, ანა ლაღიძე
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია: მანანა შარაშიძე
  • გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში: ქეთი ფილაური
  • ნეიროგანვითარების ცენტრი: ზაზა კაკუშაძე
  • საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაცია: ნინო რუხაძე
  • საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია: ნინო შატბერაშვილი. 

სამუშაო ჯგუფის მიერ შესაქმნელი საბოლოო პროდუქტი:
  1. სოციალური მოდელის კონცეფცია და დეტალური აღწერა
  2. შეფასების ინსტრუმენტი
  3. შემთხვევის მართვის გაიდლაინი
  4. რეფერალური სისტემის გაიდლაინი
  5. სპეციალისტთა ტრენინგის კურიკულუმი და მასალები
  6. ტრენერთა ტრენინგის მოდული და მასალები
  7. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
  8. განახლებული ნოზოლოგიების სისტემა
  9. გადამზადებული მულტიდისციპლინური გუნდები და სამედიცინო პერსონალი
  10. ელექტრონული ბაზა
  11. მოდელის დანერგვის სამოქმედო გეგმა