ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

1. შესაძლებელია თუ ბიუჯეტის ერთ ხაზში დაზოგილი თანხის გადატანა მეორე ხაზში?
მცირე გრანტების ორგანიზაციებთან გაფორმებული კონტრაქტის 16.2 მუხლის თანახმად, თანხის გადატანა ბიუჯეტის ხაზებს შორის ხდება შემდეგი წესით:  „ბიუჯეტის ნებისმიერი ცვლილება (ანუ თანხების გადატანა ბიუჯეტის ხაზებს ან სექციებს შორის) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გრანტის გამცემი ორგანიზაციის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ბიუჯეტის ცვლილებები (ანუ თანხების გადატანა ბიუჯეტის ხაზებს ან სექციებს შორის ბიუჯეტის ერთსა და იმავე მსხვილ ხაზში/ნაწილში ხაზის გაუქმების ან ჩამატების ჩათვლით ან თანხების გადატანა ბიუჯეტის მსხვილ ხაზებს/ნაწილებს შორის) შეზღუდულია თავდაპირველად მითითებული ოდენობის არა უმეტეს 10%–ით დასაშვები ხარჯების თითოეულ შესაბამის მსხვილ ხაზთან/ნაწილთან მიმართებით. ბიუჯეტის ცვლილების მოთხოვნა უნდა იყოს კარგად დასაბუთებული და ელ. ფოსტით მიწოდებული მისამართზე, რომელიც მითითებულია ამ ხელშეკრულების VI მუხლში მანამ, სანამ შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით მოხდება რაიმე ხარჯის გაღება“.

 2. თუ ორგანიზაციას არ აქვს ბიზნეს ბარათი, პროექტი ითვალისწინებს სოციალურ ქსელებში „ბუსტინგის“ თანხას, აღნიშნული „ბუსტინგი“ ფეისბუქისთვის ფეისბუქი ითხოვს საბანკო ბარათს. შეიძლება თუ არა, რომ ორგანიზციის აღმასრულებელ დირექტორს პირადი საბარათე ანგარიშზე დაურიცხოს ორგანიზაციამ თანხა და მისი მეშვეობით განახორციელონ თანხის გადახდა „ბუსტინგზე“. 

შეგიძლიათ ორგანიზაციის ოფიციალურ  ხელმძღვანელის, რომელიც ამ სტატუსით არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრით, საკუთარი საბანკო ბარათით განახორციელოთ თანხის გადახდა. გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ ორგანიზაციის სახელი ან აბრევიატურა მაინც. პარალელურად გააკეთეთ ელექტრონული კოპირება ე.წ. „screen shot” ყველა შესაძლო დოკუმენტებისა: წინასწარი ინვოისი, ინვოისი გადახდის შემდეგ. ყველა იმ დოკუმენტის რაც მეილზე გამოგეგზავნებათ ან ბანკში აისახება (კონვერტაციების ჩათვლით). შემდეგ დავადგენთ რომელი დოკუმენტის ჩართვა იქნება საჭირო რეპორტში.

3. პროექტის ფარგლებში სახელძღვანელოს შექმნა არის დაგეგმილი. გაწერილი ჰონორარი აღემატება 250 ევროს, რაც კონტრაქტის მიხედვით ხვდება ბიდინგის კატეგორიაში. სახელმძღვანელოს ავტორის ვაკანსიაზე ინფორმაცის განთავსება ვაკანსიების ვებ გვერდზე www.jobs.ge. რა დამატებითი ინფორმაცია იქნება საჭირო, რომ ბიდინგის წესი იყოს დაცული?

თქვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესებული პირებისგან დაგჭირდებათ თანხმობის-შემოთავაზების წერილი შესაბამისად მომსახურების გაწევისთვის მოთხოვნილი თანხის მითითებით. ასევე წერილში უნდა იყოს მითითებული მათი საკონტაქტო ინფორმაცია. შემდეგ, თქვენგან, როგორც გრანტის მიმღებისგან, საჭირო იქნება წერილობითი ფორმით მოამზადოთ შერჩეული მიმწოდებლის დასაბუთება.

4. შეიძლება თუ არა, რომ საკომუნიკაციო ხარჯი ჩაერიცხოს პროექტის ფარგლებში დაქირავებულ თანამშრომლებს ორგანიზაციის სახელით  საკუთარ ანგარიშებზე, რომ არ იყოს საჭირო პროექტის თანამშრომლებმა საკუთარი ტელეფონის ნომრები ორგანიზაციის სახელზე გადააფორმოს? 

 ამ შემთხვევაში თანხა გაცემული დაქირავებულ თანამშრომელზე მისი პირადი მობილურის ბალანსის შესავსებად აღიქმება/განიხილება როგორც თანამშრომლის პირადი სარგებელი მიღებული დამქირავებელი ორგანიზაციისგან, როგორც ხელფასი, და ამიტომ დაიბეგრება როგორც ხელფასი. შესაბამისად  კომუნიკაციის ხარჯი დაიბეგრება საშემოსავლო 20%. ასევე გთავაზობთ მეორე ვარიანტს: დროებით გადააფორმოთ თქვენი ნომრები ან აიღოთ ახალი ნომრები ორგანიზაციის სახელზე.   

5.  შეიძლება თუ არა მთავარ განმცხადებელმა თანაგანმცხადებლზე გასცეს გრანტი?
კონტრაქტის  მე–5 პუნქტის „გრანტის მიმღების როლი“ თანახმად, რომელიც განმცხადებლების ურთიერთობას ეხება, ასეთი უფლება-მოვალეობა არ წერია.  ამავდროულად, 5.2.j პუნქტში წერია, რომ კოორდინატორი უნდა, “იყოს გრანტის გამცემი ორგანიზაციისგან თანხის ერთადერთი მიმღები, გრანტის ყველა მიმღების სახელით. შემდეგ გრანტის მიმღებმა-კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ გრანტის მიმღებ(ებ)ს მიეწოდოს სათანადო თანხები უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე;”

აქედან გამომდინარე არაა საჭირო გრანტის სხვა მიმღებებთან დამატებითი გაფორმება, საკმარისი იქნება მათგან შესაბამისი მოთხოვნების მიღება. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ რომ მე–5 და სხვა პუნქტების თანახმად კოორდინატორი პასუხისმგებელია გრანტის სხვა მიმღებების მიერ ხარჯების მიზნობრივ გაწევაზე, დოკუმენტების სწორად მოპოვება+აღრიცხვაზე და გრანტის გამცემთან  მათ დროულ მიწოდება+ინფორმირებაზე. 


6.მონო ბარათები ვიყიდეთ, საკომუნიკაციო ხარჯიდან და როცა გავცემთ თანამშრომლებზე მიღება-ჩაბარება საჭიროა?

მონო ბარათები რომ გამოიყენოთ, საკომუნიკაციო მომსახურების ორგანიზაციის მიერ თანამშრომლების პირადი ტელეფონის ნომრები უნდა გადააფორმოთ თქვენი ორგანიზაციის სახელზე. მიღება ჩაბარების დოკუმენტი არ იქნება საჭირო.