ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

მოგესალმებით, 
თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. 
სამშაბათს 13 თებერვალს, 18:00 საათზე საქართველოს სოციალურ მუშაკთა  ასოციაციას ესტუმრება ჩვენი სახელგანთქმული უცხოელი კოლეგა  მარკ დოელი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს  შეტანილი ჩვენი პროფესიის განვითარებაში. იგი ექსპერტის სტატუსით  აქტიურად გახლდათ ჩართული საქართველოში სოციალური მუშაობის დაფუძნებაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას. ამ დამსახურებების გამო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე მარკ დოელს მიენიჭა თსუ-ს საპატიო წევრის ტიტული.
მარკ დოელის ავტორობით  არაერთი სახელმძღვანელოა გამოცემული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო და განსაკუთრებული ნამუშევარია  წიგნი სახელწოდებით „სოციალური მუშაობა 42   და მეტ ნივთში“/„Social Work in 42 Objects and more” რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა. წიგნში განხილულია თუ რა ასოციაციას იწვევს სოციალური მუშაობა ადამიანებში.  სწორედ ამ წიგნიდან გამომდინარე, სპეციალურად სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრებისთვის  დაიგეგმა შეხვედრა თემაზე "სოციალური მუშაობა ხელოვნებაში და/ან ასოციაციურად"
გეპატიჟებით ამ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე,  არ გამოტოვოთ  გამოცდილ კოლეგასთან და ჩვენი პროფესიის განვითარების მხარდამჭერთან შეხვედრის შესაძლებლობა.
შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე,  
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობა, გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია. 

კვირას, 24 დეკემბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“ გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ თემაზე "სკოლის კვლევა და სოციალური მუშაობა სკოლაში".
სტუმრად მოწვეული იქნებიან:
ნინო ტაბიძე - სოციალური მუშაობის მაგისტრი, თსუ-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, 
ნელი აკობია - სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, თსუ-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნინო დათუკიშვილი.

კვირას, 17 დეკემბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“ გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ სათემო მობილიზციაზე და სოფლ გაძლიერებაე განხორციელებულ კვლევაზე. 
სტუმრად მოწვეული იქნებიან:
შორენა საძაგლიშვილი - ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის, სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი,ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.
რუსუდან ასათიანი - ილიაუნის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი. საქართველოს ბიბლიოთეკართა ასოციაციის პრეზიდენტი.

კვირას, 26 ნოემბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“ გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ თემაზე: "სოციალური მუშაკის როლი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში"
სტუმრად მოწვეული იქნებიან:
ზურაბ ტატანაშვილი - თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური  მუშაობის მიმართულების მოწვეული ლექტორი
 
მაგული შაღაშვილი - თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური  მუშაობის მიმართულების მოწვეული ლექტორი
აკადემიური სივრცე

კვირას, 12 ნოემბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“ გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ თემაზე: "სოციალური მუშაობა მართლმსაჯულების სფეროში". სტუმრად მოწვეული იქნებიან ქალბატონი სალომე ნამიჭეიშვილი-თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური  მუშაობის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი  და ქალბატონი ლალი ჩხეტია - ლექტორი.
 აკადემიური სივრცე