ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

პროექტის სათაური: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში

პროექტის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა გაძლიერებისა და ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ფასილიტაციის საშუალებით.

პროექტის ამოცანები:
  • ადგილობრივი თვითმმართველობის გადამზადება შშმ პირთა ინკლუზიის ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით.
  • სოციალური მუშაკების გაძლიერება სოციალური ცვლილებებისთვის
  • შშმ პირთა საკითხებზე სოციალური პოლიტიკის ფორმირებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.
  • ადგილობრივი მედიის გაძლიერება მათი ინფორმირება შშმ პირთა საჭიროებებსა და უფლებებზე
სამიზნე ჯგუფები: ადგილობრივი თვითმმართველობა და სოციალური მუშაკები

განხორციელების პერიოდი: 2016-2017 წელი

ბიუჯეტი: 13936 აშშ დოლარი

დონორი: ფონდი ღია საზოგადოება ვაშინგტონი

პარტნიორი ორგანიზაციები: თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა და ადვოკატობა
 

პროექტის სრული სათაური: ეფექტური მინდობით აღზრდის მომსახურება ქვემო ქართლის რეგიონშიპროექტის მიზანი: მარნეულის გარდაბნისა და რუსთავში მინდობით აღზრდის მომსახურების გაძლიერება; ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება
პროექტის ამოცანები: მარნეული გარდაბანსა და რუსთავში  ახალი მიმღები მშობლების მოზიდვა 25 % გაზრდა; არსებული მიმღები მშობლების გაძლიერება; არსებული და პოტენციური მიმღები მშობლებისთვის ტრენინგების მიწოდება; ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების შეფასება და მათი გაძლიერება, ზედამხედველობისა და მედია კომუნიკაციის კონცეფციის შექმნა
სამიზნე ჯგუფი: პოტენციური მიმღები მშობლები; არსებული მიმღები მშობლები; ბიოლოგიური ოჯახები
განხორციელების პერიოდი: 2017 წლის აპრილი-2017 წლის ოქტომბერი
დონორი:  მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის
პარტნიორი ორგანიზაციები: ჩვენი სახლი საქართველო, სოციალური მომსახურების სააგენტო, სიდა
 

პროექტის სათაური: სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
 
პროექტის მიზანი: მეზობელ აღმოსავლეთ ქვეყნებში გაძლიერდეს და განვითარდეს სოციალური მუშაობა, რათა ხელი შეეწყოს მოწყვლადი მოსახლეობის კეთილდღეობას.

პროექტის ამოცანები:
პროექტის ამოცანაა სოციალურ მუშაობის მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის განვითარებითა და გაძლიერებით ხელი შეუწყოს მოწყვლად ჯგუფების სოციალურ კეთილდღეობას. აღნიშული მიღწეული იქნება შემდეგნაირად:  
ა. სოციალურ მუშაკთა ასოციაციების, როგორც  კომპეტენტური ორგანოს,  პროფესიული ხელშეწყობა და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც გააძლიერებს ადგილობრივ სოციალური მომსახურების მიმწოდებელ  ორგანიზაციებს რაიონულ დონეზე ტრეინინგებით/კონსულტირებით.  
ბ. ასოციაციის როლის გაძლიერება, როგორც სოციალური სამართლიანობის ადვოკატობის, ისე პოლიტიკური სადამკვირვებლო ორგანიზაციის  სოციალური რეფორმისა დონეზე ეროვნული და რეგიონული დიალოგის პროცესში.

სამიზნე ჯგუფი:
1. სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (AASW), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია(GASW), აზერბაიჯანის სოციალურ მუშაკთა საზოგადოებრივი გაერთიანება (ASWPU), მოლდოვის მედდების ასოციაცია (NARM) 
2. სოციალური მუშაობის სფეროში ჩართული ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები
​განხორციელების პერიოდი: აგვისტო 2015 წელი - იანვარი 2018 წელი

დონორები: ევროკავშირი, Austria Development Cooperation

პარტნიორი ორგანიზაციები:
„ჰილფსვერკ ავსტრია ინთერნეიშნალი"
სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (AASW)
აზერბაიჯანის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (ASWPU)
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)
მოლდოვის მედდების ასოციაცია (NARM)
 

 
Page 1 of 3