ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია დაარსების დღიდან ახორციელებს ტრენინგებს სოციალური მუშაობისა და სოციალურ საკითხებზე სოციალური მუშაკებისა და  სოციალურ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ასევე, განათლების, ჯანდაცვის, სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის სოციალურ საკითხებზე.
სოციალური მუშაკების უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ასოციაციის ერთ-ერთი ძირთადი მიმართულებაა.
ასოციაციის ტრენინგები მუშავდება კონკრეტული ორგანიზაციის ან ჯგუფის მოთხოვნების შესაბამისად.
ტრენინგები ეფუძნება ზრდასრულთა სწავლების პრინციპებს და სწავლება ინტერაქციულად მიმდინარეობს. 
ასოციაციის ძირითადი ტრენინგები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: 
  1. სოციალური მუშაობის პრაქტიკის საფუძვლები
  2. სოციალური ადვოკატობა
  3. შემთხვევის მართვა
  4. პროფესიული ზედამხედველობა
  5. ოჯახში ძალადობა  - პრევენცია, რეაგირება, დაცვა და რეაბილიტაცია
  6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი სოციალური ინკლუზია
  7. სოციალური მუშაკის როლი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში
  8. პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა
  9. საჭიროებების შეფასება, განსაზღვრა, დაკმაყოფილება
  10.  სოციალური მუშაკის როლი პირველად ჯანდაცვაში
  11. სოციალური მუშაობის მეთოდები და მოდელები
ასოციაციის ტრენერები არიან ასოციაციის გამოცდილი წევრები, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაოაბაში და სოციალური მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკა. 
ტრენინგების  ღირებულებისა  და თანამშრომლობის სხვა დეტალების შესახებ   მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს: მარიამ ბერიძე, ოფისის მენეჯერი. ტელეფონი - ოფისი:+995 32 239 00 71, მობილური: +995 555 57 50 25