ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სასტუმროში თბილისი მარიოტი ჩატარდა პროექტის “შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა“ შემაჯამებელი კონფერენცია

14 დეკემბერს სასტუმროში თბილისი მარიოტი ჩატარდა პროექტის “შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა“ შემაჯამებელი კონფერენცია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სკოლის სოციალური მუშაობისა და ახალგაზრდული მუშაობის კონცეფციების წარდგენა. პროექტი ხორციელდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ჩეხურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ თანამშრომლობით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ორივე წარმოდგენილი კონცეფცია წარმოადგენდა სამუშაო ჯგუფების მუშაობის შედეგს. ორივე სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე, შშმ თემის წევრები. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამუშაო ჯგუფების წევრები, ისე უფრო ფართო საზოგადოება როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან, ისე შშმ თემიდან. მომავალი წლიდან იგეგმება სამუშაო ჯგუფების მუშაობის განახლება და კონცეფციების დახვეწა, რასაც მოჰყვება ამ კონცეფციების ადვოკატობის ღონისძიებები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან.
ამ კონფერენციას წინ უსწრებდა 13 დეკემბერს თბილისი მარიოტში ორგანიზებული ორივე ზემოაღნიშნული სამუშაო ჯგუფის საბოლოო შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარე წელს, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო დაიხვეწა 14 დეკემბერს წარსადგენი კონცეფციები.