ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ყველა რეგიონული საბჭოს წარმომადგენლებისთვის 2 დღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა. 
ერთი თვის განმავლობაში სულ სამი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელთა ფარგლებშიც განხილულ იქნა:
  • შშმ ბავშვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების არსებული პრაქტიკა და გადაწყვეტილების ეფექტურობის ხელშემწყობი ფაქტორები;
  • შშმ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში და საბჭოს წევრების როლი უფლებების დაცვის საქმეში;
  • შშმ პირებთან მისაღები ტერმინოლოგიის გამოყენებისა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკის ხელშეწყობის მნიშვნელობა, ასევე, სტიგმის გავლენა და სოციალური ინკლუზიის ხელშემწყობი ფაქტორები;
  • მომსახურების ახალი მოდელი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის - 24 სთ-იან ზრუნვაში განთავსების კრიტერიუმები, მომსახურების ალტერნატიული მოდელი, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა, სუპერვიზიის მექანიზმი და ინდივიდუალური განვითარების გეგმაში გასათვალისწინებელი ფაქტორები;
  • საბჭოს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებისას, ერთიანი მიდგომის მნიშვნელობა და პროცესში ჩართული ყველა მხარის ინტერესების, საჭიროებებისა და ფუნქციების გააზრება;
  • არსებული მომსახურებები, პრობლემური საკითხები, რომლებიც საჭიროებს ადვოკატირებას;
  • არსებული პროფესიული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ვრცლად...

16  დეკემბერს სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ თბილისი“-ში  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, საქართველოს ბიოეთიკის საზოგადოებისა და საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის თაოსნობით  პროექტის ,,შშმ პირთათვის სამედიცინო და სოციალურ მომსახურეობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მუშაობის როლი შშმ პირთა ჯანდაცვის უფლებების რეალიზებაში“.
შეხვედრას პროექტის გუნდის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებიდან, რომლებიც საქართველოში  აქტიურად მუშაობენ შშმ პირთა სხვადასხვა საჭიროებების გამოვლინებასა და დაძლევაზე.  პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს  მოკლე ანალიტიკური მოხსენება პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ, შშმ პირების ჯანდაცვის უფლებებზე.
 საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარემ ნინო შატბერაშვილმა გააკეთა  პრეზენტაცია სოციალური მუშაკის როლის მნიშვნელობაზე პირველად ჯანდაცვაში;  სოციალური მუშაობის კოორდინატორმა ნატალია ბედიანაშვილმა კი  მიაწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში  სოციალური მუშაკის პირველად ჯანდაცვაში პილოტირების, სამუშაო გამოცდილების, შშმ პირების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებისა და ბარიერების, სოციალური მუშაკის წინაშე დამდგარ გამოწვევების  შესახებ.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ჯანსაღი დისკუსია შშმპ-თა საკითხებზე.  გამოიკვეთა რიგი გარემოებები, რომლებიც  საჭიროებენ ცვლილებებს შშმპ-თა კეთილდღეობის მისაღწევად. 















 

14 დეკემბერს სასტუმროში თბილისი მარიოტი ჩატარდა პროექტის “შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა“ შემაჯამებელი კონფერენცია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სკოლის სოციალური მუშაობისა და ახალგაზრდული მუშაობის კონცეფციების წარდგენა. პროექტი ხორციელდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ჩეხურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ თანამშრომლობით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ორივე წარმოდგენილი კონცეფცია წარმოადგენდა სამუშაო ჯგუფების მუშაობის შედეგს. ორივე სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე, შშმ თემის წევრები. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამუშაო ჯგუფების წევრები, ისე უფრო ფართო საზოგადოება როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან, ისე შშმ თემიდან. მომავალი წლიდან იგეგმება სამუშაო ჯგუფების მუშაობის განახლება და კონცეფციების დახვეწა, რასაც მოჰყვება ამ კონცეფციების ადვოკატობის ღონისძიებები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან.
ამ კონფერენციას წინ უსწრებდა 13 დეკემბერს თბილისი მარიოტში ორგანიზებული ორივე ზემოაღნიშნული სამუშაო ჯგუფის საბოლოო შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარე წელს, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო დაიხვეწა 14 დეკემბერს წარსადგენი კონცეფციები.

                                                                                                                                                                                                                           
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის დღის აღსანიშნავად საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში გაიმართა შეხვედრა 
სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელ მოსწავლეებთან თემაზე: „უფლებები და ვალდებულებები“. შეხვედრას უძღვებოდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები და წევრები. მათ მოსწავლეებს წარუდგინეს თემები ადამიანის უფლებებზე და ვალდებულებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ა.შ. მოსწავლეებზე ჩაერთვნენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში, შეხვედრაზე მოამზადეს და წარმოადგინეს  პრეზენტაციები ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებზე, როგორიცაა სიცოცხლის, განათლების, აზრის გამოხატვის და თავისუფლების უფლება.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მადლობას უხდის შეხვედრის მონაწილეებს ამ მნიშვნელოვანი დღის საინტერესოდ აღნიშვნისთვის! ასევე დიდ მადლობას ვუხდით სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" წარმომადგენლს - სოფო ბაჩილავას შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის.

 

8 დეკემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების თემთან ასოციაციაში „ანიკა“, რომელიც შშმ თემის ორგანიზაციას წარმოადგენს. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ თანამშრომლობით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ვრცლად...

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები გადამზადდნენ.  7 დეკემბერს ტრენინგების დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო სალომე ნამიჭეიშვილმა, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელმა. სალომე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და შეიმუშავა სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგ მოდულები. მან და ამერიკელმა ექსპერტმა, მაჰნაზ ჰარისონმა, ჩაატარეს ტრენერთა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც მომზადნენ უფროსი სოციალური მუშაკები, ხოლო შემდეგ მათ მიერ მომზადდნენ ყველა მოქმედი სოციალური მუშაკი. ამ პროცესში უფროს სოციალურ მუშაკებს დახმარებას უწევდნენ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ტრენერები, გურანდა თეთრაძე, ნელი აკობია და ნათია მაჭარაშვილი.  დახურვის ცერემონიაზე სოციალურ მუშაკებს სიტყვით USAID–ის მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამუნა ბარკალაიამ და სალომე ნამიჭეიშვილმა მიმართეს. სალომემ აღნიშნა, რომ სოციალურმა მუშაკებმა შეძლონ რა ეფექტური რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, მნიშვნელოვანია სწავლების თანმიმდევრული გაგრძელება, ასევე, მათი ინსტიტუციური მხარდაჭერის გაძლიერება სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან. 2012 წლიდან სოციალური მუშაკების ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მათი რაოდენობა სისტემაში კვლავ უცვლელი რჩება.
ვრცლად...