Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

პროფესიული შეხვედრების ხიბლი

ნათია მაჭარაშვილი
სოციალური მუშაობის მაგისტრი

ბევრჯერ მიფიქრია, რომ არა ის პროფესია, რომელიც საკმაოდ გვიან, მაგრამ მაინც ავირჩიე, რა პროფესიაშივიქნებოდი დღეს. ვიხსენებ ჩემს თავს სოციალური მუშაობის პროფესიასთნ შეხვედრამდე, წარმოვიდგენ სხვადასხვა დარგშიც, 
თუმცა ასე ორგანულად ჩემთან და ჩემს ღირებულებებთან ახლოს მდგომ ვერც ერთ პროფესიაში ვერ ვხედავ საკუთარ თავს.

ასევე, ხშირად ვფიქრობ, რა მანიჭებს ბედნიერებას ჩემს საქმიანობაში, ალბათ, ცვლილებები, ადამიანების შესაძლებლობების რწმენა და ჩემი პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობა.მათთან ურთიერთობისას საერთო ღირებულებების და საერთო მიზნების არსებობის სიხარულს ვგრძნობ, განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა კოლეგებთან - გარდა პროფესიული ურთიერთობებისა - მეგობრობაც მაკავშირებს, როცა შემიძლია მათ თამამად გაუზიარო გამარჯვებაც და მარცხიც და ზუსტად ვიცი, რომ ისინი მარტო არ დამტოვებენ, მომისმენენ და მხარს დამიჭერენ, მასწავლიან და გამიზიარებენ გამოცდილებას. ასეთი ურთიერთობების ადგილი უკვე ბოლო ორი წელია ჩემთვის სოციალური მუშაკთა კლუბია, რომელიც ჩემს პროფესიულ ორგანიზაციაში აქტიურად ფუნქციონირებს და ყოველთვის სითბოთი მასპინძლობს ჩვენი პროფესით გულანთებულ, პროფესიის ქომაგ ადამიანებს. ყველაფერი კი დაიწყო იდეით, რომელიც ორი წლის განმავლობაში პროფესიული ცოდნის, გამოცდილების, სიახლეების გაზიარების და ურთიერთმხარდაჭერის რეალურ განხორციელებად იქცა. მიხარია, რომ რამდენიმე ჩემს კოლეგასთან ერთად ამ იდეის განხორციელების მონაწილე ვიყავი, მით უფრო, როცა კლუბის წევრების თითოეული შეხვედრა იდეის მთავარ პრინციპებს ეხმიანებოდა. ძნელია გამოვყო რომელიმე კონკრეტული შეხვედრა. დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს მიუხედავად, ჩემთვის თითოეული მათგანი ყოველთვის ახალი ინფორმაციით, ცოდნით, ენერგიით მავსებდა და, ამასთანავე, ემოციური განტვირთვის საშუალებას მაძლევდა. ბევრი სახალისო ისტორია მახსენდება კლუბის ორწლიანი ისტორიიდან და ბევრი საინტერესო და ცოდნის გაზიარებისთვის გულანთებული სტუმარი, ბევრი გემრიელობა და არაფორმალური საუბარი ჭიქა ყავასთან ან ჩაისთან ერთად, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, მაინც კლუბის გასვლითი შეხვედრა იყო ულამაზეს რაჭაში.ურთიერთობით.  ეს იყო უმაგრესი, მხიარულზე მხიარული და საინტერესო მოგზაურობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩემი კოლეგის ტელეფონი იქაც განუწყვეტლივ რეკავდა და ითხოვდა მათგან დისტანციურ გადაწყვეტილებებს. ეს იყო მოგზაურობა, სადაც შესაძლებელი გახდა უფრო ახლოს ვყოფილიყავით ერთმანეთთან, უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და მომავალი ურთიერთობების ძაფები გაგვება. ერთად შეგვეგრძნო რაჭის ულამაზესი ბუნება და მიგვეღო სიამოვნება ერთმანეთთან მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო - პროფესიული გადაწვის პრევენცია, რომელიც მოგზაურობის პირველივე წუთიდან დაიწყო ემოციების გაზიარებით, ერთმანეთის, თერჯოლის გადასახვევთან მომლოდინე და ჩვენი რაჭველი კოლეგების ნახვის მოლოდინის სიხარულით. სახალისო და საინტერესო თამაშებით, რომელმაც განსხვავებული კუთხით დაგვანახა ჩვენთვის ასე ნაცნობი ადამინები და გაგვაცნო ისინიც, ვისაც ჯერაც არ ვიცნობდით. არ შეიძლება, არ აღვნიშნო ია შეყრილაძის სესია პროფესიული გადაწვის შესახებ, რომელმაც დაგვანახა, კიდევ რამდენი რამ არის პროფესიაში გასაკეთებელი, რათა სოციალურმა მუშაკებმა შეძლონ ეფექტურად ფუნქციონირება, დაგვანახვა, სად ვართ და რა გვჭირდება. მგონია, რომ ამგვარ შეხვედრას წარმოუდგენელი და მაგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან შესაძლებლობას გაძლევს, სხვადასხვა სიტუაციაში უკეთ გაიცნო და აღმოაჩინო კოლეგები, რაღაც ახალი ისწავლო და გააგრძელო გზა შემდეგ შეხვედრამდე. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა ვეცადოთ, არ გამოვტოვოთ შეხვედრების შესაძლებელობა და მივიღოთ მისით სიამოვნება საერთო ღირებულებების მქონე ადამინების გარემოცვაში - მე სწორედ ეს მანიჭებს ბედნიერებას და მიმყვება მომავალ შეხვედრამდე. ახალი შეხვედრები იმ ცვლილებების იმედს მაძლევს, რომლისაც ასე მჯერა და ურთიერთობის სიხარულს მმატებს, გარკვეულწილად, ხელს გვიწყობს გადაწვის პრევენციაშიც. ამიტომ, მოდით, მივანიჭოთ ერთმანეთს სიხარული და ბევრი საინტერესო შეხვედრა - მოდით კლუბზე!

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2286428
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
741
836
2892
2274621
8255
37691
2286428
Your IP: 3.128.94.171
2024-05-08 17:22