Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა” შემაჯამებელი შეხვედრა

მიმდინარე წლის 27-29 მაისს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება  და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა საირმეში.

პროექტს ახორციელებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებისა და ზრდასრული პირების სოციალური საჭიროებებისა და ფუნქციონირების შეფასებას და მათი საჭიროებების განსაზღვრას ბიოფსიქოსოციალური მოდელის მიხედვით, რომლის დანერგვის ვალდებულებაც სახელმწიფომ აიღო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

პროექტის მიზნებს წარმოადგენდა:

  • შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის სისტემის ბიოფსიქოსოციალური მოდელის მიზნობრივი პილოტი
  • შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის სისტემის სოციალური მოდელის ზედამხედველობისა და მონიტორინგის განვითარების ხელშეწყობა
  • ბიოფსიქოსოციალური მოდელისთვის სპეციალისტების მომზადების მდგრადი მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა
  • ბიოფსიქოსოციალური მოდელის საფუძველზე მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის  სისტემების განვითარებაზე მუშაობა
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მონაწილეობა და ჩართვა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასა და გავრცელებაში.

პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ექსპერტები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგნელები, თემის წევრები და პროექტში ჩართული თანამშრომლები.

შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორის ქეთევან გიგინეიშვილის მიერ წარმოდგენილი იყო პროექტის შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. გარდა ამისა, ადგილობრივმა ექსპერტებმა - მაია ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და მაგული შაღაშვილმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტები, რომელიც ეხებოდა ბიოფსიქოსოციალური მოდელის ფარგლებში სტატუსის განსაზღვრის შეფასების კონცეფციას, მონიტორინგისა და სუპერვიზიის მექანიზმებს, სპეციალისტთა მომზადებისთვის სამომავლო გეგმებს. აქვე აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მეორე ნაწილი ეთმობოდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების თანაბარი ჩართულობისათვის საჭირო საგნებისა და მომსახურებების კვლევის შედეგების გაცნობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებების ოპტიმიზირებული პაკეტის წარდგენას.

შეხვედრისას მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ შეხვედრაში მონაწილე თემის თითოეულ წევრს, ორგანიზაციას, სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ექსპერტებს პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაში აქტიური და საინტერესო ჩართულობისთვის!

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2310616
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
386
6897
18910
2283536
32443
37691
2310616
Your IP: 18.191.252.126
2024-05-20 10:51