Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ვებინარი - ფსიქიკური ჯანმრთელობა და წამალდამოკიდებულება: ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების გავლენა ადამიანის ტვინის ქიმიურ აგებულებაზე, ორმაგი დიაგნოზების მკურნალობა ამერიკაში და აღნიშნული კუთხით არსებული გამოწვევები საქართველოში

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მართავს ვებინარს თემაზე - "ფსიქიკური ჯანმრთელობა და წამალდამოკიდებულება: ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების გავლენა ადამიანის ტვინის ქიმიურ აგებულებაზე, ორმაგი დიაგნოზების მკურნალობა ამერიკაში და აღნიშნული კუთხით არსებული გამოწვევები საქართველოში."

ვებინარი გაიმართება 27 ივნისს 17 საათზე. ვებინარს გაუძღვება გიორგი მინასოვი. გიორგის აქვს მრავალწლიანი სამუშაო  გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით და ფლობს ექსპერტიზას. მიღებული აქვს აკადემიური განათლება, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გიორგი 2014 წლიდან მუშაობდა შპს „ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სტაციონარულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. 2015-2017 წლებში მუშაობდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში ადამიანის უფლებათა ტრენერად ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. 2017-2018 წლებში სწავლობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ინდოეთის იურისტთა საზოგადოების საერთაშორისო ერთწლიან პროგრამაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები.“ 2020 წელს სწავლობდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

2021-2022 წლებში ჰიუბერტ ჰამფრის პროგრამით სწავლობდა ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Virginia Commonwealth University / VCU) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ადიქციის პოლიტიკისა და კვლევების კუთხით. ამჟამად გიორგი აგრძელებს პრაქტიკას ჰაუარდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ბიჰევიორული განყოფილების სტაციონარულ და ამბულატორიულ განყოფილებებში კლინიკური სოციალური მუშაობის კუთხით.

ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, შეხვედრის ლინკი გადმოგეგზავნებათ 27 ივნისს, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 27 ივნისი, 12 საათი

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2310616
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
386
6897
18910
2283536
32443
37691
2310616
Your IP: 18.191.252.126
2024-05-20 10:51