Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში

 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია 2021 წლის ოქტომბრიდან გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში (Strengthening the quality of social work at the Agency for State Care and Assistance For the (Statutory) Victims of Human trafficking (SCA)), რომლის მიზანიც გახლავთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხარდაჭერა სოციალური მუშაობის გაძლიერების მხრივ.

ასოციაციამ ზრუნვის სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა „სექსუალური ძალადობის ამოცნობა - ნიშნები და საფრთხის სიგნალები - დამხმარე დოკუმენტი სოციალური მუშაკებისთვის  სექსუალური ძალადობის ამოსაცნობად და შესაფასებლად“, „სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლი სააგენტოს თანამშრომლებისთვი, „სექსუალური ძალადობის მსხვერპლ/რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან კომუნიკაცია - საინფორმაციო მასალა სოციალური მუშაკებისთვის“,  ბავშვის სექსუალური განვითარება - საინფორმაციო მასალა სოციაური მუშაკებისთვი“.

აღნიშნული დოკუმენტების მიზანია სოციალური მუშაკების გაძლიერება და მხარდაჭერა, რათა სააგენტომ უკეთ შეძლოს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენციაზე მუშაობა; ამ მხრივ, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ აპრილი ივლისის პერიოდში ჩაატარა ტრენინგები.

ტრენინგი ჩატარდა 8 ჯგუფისთვის. ჯგუფი მოიცავდა საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს, იურისტებს, უფროს სოციალურ მუშაკებს, პროფესიულ ზედამხედველებს და ფსიქოლოგებს. სულ ტრენინგი გაიარა 229 სპეციალისტმა, აქედან სოციალური მუშაკი იყო 169, უფროსი სოციალური მუშაკი - 18, პროფესიული ზედამხედველი - 8, იურისტი - 21, ფსიქოლოგი 13, ტრენინგზე ჩართულობის რეგიონალური დაფარვა: სამცხე - ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, მცხეთა - მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი,  თბილისი, გურია, სამეგრელო - ზემო სვანეთი, რაჭა - ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, აჭარა. ამას გარდა, სააგენტოს ცენტრალური აპარატი.

პროექტის ფარგლებში ასოციაცია ხელს უწყობს სოციალური მუშაობის გაუმჯობესებული მომსახურების დანერგვას სისტემაში და მის განვითარებას. ამ გზით, როგორც ბენეფიციართა უფლებების დაცვა ხდება, ასევე ხელი შეეწყობა უკეთესი პრაქტიკის განვითარებას და დანერგვას.

 

 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2310612
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
382
6897
18906
2283536
32439
37691
2310612
Your IP: 18.222.107.236
2024-05-20 10:32