Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ დაიწყო პროექტის სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში (Strengthening the quality of social work at the Agency for State Care and Assistance For the (Statutory) Victims of Human trafficking (SCA)), რომლის მიზანიც გახლავთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხარდაჭერა სოციალური მუშაობის გაძლიერების მხრივ.

ასოციაციამ 2022 წლის პირველი ორი კვარტალის პერიოდში განახორციელა  სოციალური მუშაობის სპეციალიზაციის პროცესის მონიტორინგი და პილოტის შედეგების შეფასება. შეფასებაზე დაფუძნებით სააგენტომ უნდა უზრუნვლეყოს სპეციალიზაციის მიმართულების მეტად გაუმჯობესება და განვითარება. სპეციალიზაცია უკვე დაწყებულია 6 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი. მომზადებულია შესაბამისი მონიტორინგის და შეფასების რაოდენობრივი და თვისებრივი ანგარიშები. ამ მომენტში მიმდინარეობს ინსტრუმენტების დახვეწა , ანგარიშების რევიზია რათა სააგენტოს გადაეცეს ეფექტური მექანიზმები განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგისთვის, რომელიც სპეციალისტების პროფეისულ ზრდაზე იქნება ორიენტირებული და გაითვალისწინებს მათი სამუშაო რესურსებით ხელშეწყობას.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ორი წელია აქტიურად უჭერს მხარს სააგენტოს სოციალური მუშაობის განვითარების მხრივ, როგორც მომსახურებათა მიმწოდებელ და სოციალური მუშაკების ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელს. ამ მხრივ ასოციაცია ხელს უწყობს სოციალური მუშაობის გაუმჯობესებული მომსახურების დანერგვას სისტემაში და მის განვითარებას. ამ გზით, როგორც ბენეფიციართა უფლებების დაცვა ხდება, ასევე ხელი შეეწყობა უკეთესი პრაქტიკის განვითარებას და დანერგვას.

პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტი დაიწყო 2021 წლის  4 ოქტომბერს და გასტანს 18 თვეს. გვსურს გაეროს ბავშვთა ფონდს დიდი მადლობა გადავუხადოთ, სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარების პროცესში ერთგული მხარდაჭერისთვის!

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2310600
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
370
6897
18894
2283536
32427
37691
2310600
Your IP: 3.133.146.237
2024-05-20 09:39