Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს ეგიდით 20 წელზე მეტია აღინიშნება. ტოლერანტობა ნიშნავს ადამიანთა ინდივიდუალური რწმენის, ქცევისა და ღირებულებების პატივისცემასა და გათვალისწინებას. 

ტოლერანტობა გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის იდენტობის პატივისცემას, არამედ მოიაზრებს თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას.

საქართველოში კონსტიტუციითაა აღიარებული თითოეული მოქალაქის ღირსების დაცვა და ინდივიდუალური მახასიათებლების - ეთნიკურობის, რელოგიური მრწამსის, კულტურული კომპეტენციების - პატივისცემა, შესაბამისად, ტოლერანტობის პრინციპების დაცვას ჩვენს ქვეყანაში განსაკუთებული როლი აქვს.

საქართველოში, სახლახო დამცველის აპარატში, 2005 წლიდან ფუნქციონირებს ტოლერანტობის ცენტრი, რომელსაც წვლილი შეაქვს უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებში. ტოლერანტობის ცენტრი აქტიურად მუშაობს საქართველოში ტოლერანტული კულტურის ჩამოყალიბებისა და ხელშეწყობის საკითხებზე. იმაზე, რომ შეიქმნას თანასწორუფლებიანი და მრავალფეროვანი გარმო, რათა ყველა ინდივიდს მიეცეს სოციალიზაციის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების შექმნას, უმცირესობათა ჯგუფებისადმი პატივისცემით მოპყრობასა და ჩაგვრის შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ მუშაკებს წარმმართველი როლი აქვთ ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. სოციალური მუშაობა ფოკუსირებულია ადამიანთა კეთილდღეობაზე, საზოგადოების სოციალური ფუნქციონირების აღდგენასა და გაუმჯობესებაზე, ინდივიდთა მხარდაჭერაზე გამოავლინონ პოტენციალი სრულად და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, შესაბამისად, ტოლერანტული გარემოს შექმნაც სოციალური მუშაკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლია. რადგან სოციალური მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, ინდივიდის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა სოციალიზაციის პროცესში, სოცალური მუშაკების ჩართულობით ბევრად  საზოგადოებაში ტოლერატული პრინციპების დანერგვა.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და აღიარებს, რომ მნიშნველოვანია ყველა ინდივიდს, განურჩელად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, რასისა, კანის ფერისა და სხვა განმასხვავებელი ნიშნებისა, ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს ტოლერანტულ, სამართლიან გარემოში,  სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და შეეძლოს სოცალიზაცია.  ამასთან, სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტიან, დამოუკიდებელ ფუნქციონირებას, რათა გატარდეს მნიშვნელოვანი რეფორმები და შემცირდეს სხვადასხვა ნიშნით გამოწვეული უთანასწორობის ფაქტები ქვეყანაში.

ტექსტი მომზადებულია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პრაქტიკანტის, ხატია ეპიტაშვილის, მიერ.

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2310488
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
258
6897
18782
2283536
32315
37691
2310488
Your IP: 3.129.11.20
2024-05-20 07:30