ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

კვირას, 26 ნოემბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“ გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ თემაზე: "სოციალური მუშაკის როლი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში"
ვრცლად...

კვირას, 29 ოქტომბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“  სოციალური მუშაობის პრაქტიკის კომპონენტზე ისაუბრებენ.
ვრცლად...

სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში 2016 წლის 11 ნოემბერს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის პირველი თემატური ჯგუფის მიტოვების პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება  შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მიზანია კოალიციასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხის განხილვა (იდეების გენერირება) და ასევე ბავშვთა დაცვის მონიტორინგის პროცესში კოალიციის ჩართულობის განსაზღვრა.
ვრცლად...

კვირას, 12 ნოემბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“ გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ თემაზე: "სოციალური მუშაობა მართლმსაჯულების სფეროში".
ვრცლად...

სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა  შეხვედრას სხვადასხვა სკოლის   IX-XI კლასის მოსწავლეები დაესწრებიან. მოსწავლეებთან აღნიშნული შეხვედრის გამართვა  სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" წარმომადგენლის - სოფო ბაჩილავას ინიციატივით მოხდება.  პროგრამას USAID-ის დაფინანსებით PH International საქართველოს 480 სკოლაში ახორციელებს.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას ამერიკელი კოლეგა  ბატონი ენტონი სტრეველერი ეწვევა. ბატონი ენტონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველია. იგი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის მხარდამჭერ ინიციატივებს ახორციელებს საქართველოში. ბატონი ენტონი მის საინტერესო პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს შეხვედრის მონაწილე ასოციაციის წევრებს. 
ვრცლად...
Page 2 of 4