ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა შეხვედრა „სოციალური დაცვის პრინციპები და ევროკავშირის პრაქტიკა“ - სადაც წარმოდგენილი იყო მოხსენებები სოციალური კეთილდღეობის საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ, რომელსაც გაუძღვნენ სოციალური პოლიტიკის ექსპერტები ჩეხეთიდან, გერმანიიდან და ფინეთიდან.

ვრცლად...

ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოში 3 ფემიციდის შემთხვევა მოხდა. ფემიციდი ქალებზე ძალადობის უმძიმესი ფორმაა.

ვრცლად...

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 2022 წელი გამოაცხადა უწყვეტი განათლების წლად. აქედან გამომდინარე, გვსურს მოგიწვიოთ ლექციებზე, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამასთან ერთად. ლექციის სახელწოდებაა  „სოციალური დაცვის პრინციპები და ევროკავშირის პრაქტიკა“, რომელიც იმართება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, Expertise France-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით, და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ვრცლად...

21 სექტემბერს  საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ჩატარდა თითზრუნვის პლატფორმის მესამე შეხვედრა. თვითზრუნვის პლატფორმა არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ინიციატივა, სოციალური მუშაკების პროფესიული გადაწვისგან დასაცავად და თვითზრუნვის წასახალისებლად.

ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია დაარსების დღიდან ზრუნავს პროფესიის განვითარებასა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.  სოციალური მუშაობის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით წლების განმავლობაში ბევრი ღონისძიება გაიმართა, ვიზაულური მასალა შეიქმნა, ამას გარდა ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

ვრცლად...