საქართველოს პრობაციისა და პენიტენციურ სისტემებში ფსიქო-სოციალური მუშაობის კომპონენტის ხარისხის გაზომვის მექანიზმების გაძლიერება

პროექტის მიზანი: ტექნიკური დახმარების გაწევა პრობაციისა და პენიტენციური სისტემებისთვის ფსიქო-სოციალური მუშაობის კომპონენტის ხარისხის გაზომვის მექანიზმების დასანერგად
 
პროექტის ამოცანები:
  • პრობაციისა და პენიტენციური სისტემების ფსიქო-სოციალური (სარეაბილიტაციო) მუშაობის კომპონენტის შესახებ საჭიროებების შეფასება.
  • გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით ხარისხის გაზომვის მექანიზმების გასაძლიერებლად რეკომენდაციების და კონცეფციის შემუშავება, მათ შორის, შემთხვევების რაოდენობის, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროფესიონალთა სუპერვიზიის გაძლიერების მიმართულებით.
  • ხარისხის გაზომვისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტებისა და გზამკვლევების შემუშავება.
  • ტრენინგ პაკეტის შემუშავება და პროფესიონალთა ჯგუფის გადამზადება გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად.
  • პილოტირების ფაზაში პროცესის ზედამხედველობის გაწევა. 
სამიზნე ჯგუფები: პრობაციისა და პენიტენციურ სისტემების სარეაბილიტაციო მომსახურების მიმწოდებელთა ჯგუფი

განხორციელების პერიოდი: მაისი-დეკემბერი, 2018

ბიუჯეტი: 35 890 ლარი

დონორი:  გაეროს ბავშვთა ფონდი