ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ირმა ბებერაშვილი

სოციალური მუშაობის მაგისტრი. მაგისტრის ხარისხი 2017 წელს მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

ირმა საქართელოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში დასაქმებულია 2017 წლიდან და ამჟამად იკავებს პროექტის კოორდინატორის პოზიციას. ასევე იგი არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ტრენერი. ირმას აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც უშუალოდ ველზე, ასევე შუა მენეჯმენტის რგოლში. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ქუჩასთან დაკავშირებულ ბავშვებთან მუშაობას, სკოლაში სოციალური მუშაობის დანერგვის ხელშეწყობას, ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა უწყებებისთვის და ორგანიზაციებისთვის, კვლევების ჩატარებას და ანალიზს. ირმა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის მოწვეული ლექტორი, ამასთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მოწვეული ტერენერი. იგი არის თანაავტორი სოციალური მუშაკებისთვის განკუთვნილი სასწავლო სახელმძღვანელოების.