ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ქეთევან ლეკიშვილი

MSW, ქეთევან ლეკიშვილი არის მაგისტრი სოციალური მუშაკი. 2017 წელს მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი.

ქეთევანი 2020 წლიდან დასაქმებულია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში, წევრებთან ურთიერთობის კოორდინატორად და მკვლევარ სოციალურ მუშაკად. ასევე იგი არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ტრენერი. ქეთევანი 2018 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, “სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრში” , სადაც იგი არის ასოცირებული მკვლევარი და ჩართულია პროექტში- „HIV პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში“. იგი არის ევრაზიის პროექტის „სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში“ პრაქტიკის კოორდინატორი. ამასთან, ქეთევანი 2020 წლიდან არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და პრაქტიკის კოორდინატორი სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამაზე. მისი კვლევითი ინტერესებია: ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, ბავშვთა კეთილდღეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები და ზრდასრულები და ა.შ. ქეთევანი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე, პროექტებში და ღონისძიებებში. იგი ასევე არის სოციალური მუშაკებისთვის განკუთვნილი სასწავლო სახელმძღვანელოს და სტატიების  თანაავტორი.