ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ნინო ტაბიძე

სოციალური მუშაობის მაგისტრი. მაგისტრის ხარისხი მიენიჭა გერმანიაში, ნოიბრანდენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.

ნინო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში 2017 წლიდან არის დასაქმებული და ამჟამად ხელმძრვანელობს პროექტს. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ინკლუზიურ განათლებას, სკოლის სოციალურ მუშაობას დანერგვას. ნინოს საქმიანობა მოიცავს როგორც მენეჯმენტს, ასევე ტრენინგ მოდულების შემუშავებას და მათ ჩატარებას სხვადასხვა უწყებებთან, კვლევის დაგეგმვას და ჩატარებას. ნინო არის 2016 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტის მოწვეული ლექტორი. იგი არის თანაავტორი სოციალური მუშაკებისთვის განკუთვნილი სასწავლო სახელმძღვანელოების.