ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ქეთევან გიგინეიშვილი

MSW, 2019 წლიდან საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი. აქვს ილიას უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი. 

ქეთევანს აქვს სოციალურ მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, რომელიც მოიცავს სამივე, როგორც მიკრო, ისე მეზო და მაკრო დონეზე მუშაობას. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ქუჩასთან დაკავშირებულ ბავშვებთან მუშაობას. ასევე, კვლევების დაგეგმვის და განხორციელების უზრუნველყოფას და მონაწილეობას, ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა ორგანიზაციებისა და უწყებებისთვის. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში ქეთევანი 2017 წლიდან მუშაობს და ასრულებდა პროექტების კოორდინატორის, ტრენერის მოვალეობას.  ქეთევანი არის მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლიდან, ხოლო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წლიდან. 2019 წელს იყო ასევე მიწვეული ლექტორი ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში, სოციალური მუშაობის მიმართულებით. იგი არის დიაკონია ჩეხეთის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მოწვეული ტერენერი. იგი არის თანაავტორი სტატიების და სოციალური მუშაკებისთვის განკუთვნილი სასწავლო სახელმძღვანელოების.